workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 17 წლის ავსტრიელი ტალანტით ინტერესდება

“ბარსელონა” 17 წლის ავსტრიელი ტალანტით ინტერესდება

ESPN-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბარსელონას” რადარზე 17 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი გამოჩნდა. 

საუბარი იუსუფ დემირზეა, რომელიც ვენის “რაპიდის” აღზრდილია და კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა. ასაკის მიუხედავად, მას პირველ გუნდთან ერთად ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 

დემირს თამაში შემტევი ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციებზე შეუძლია. როგორც ივარაუდება, მის ტრანსფერის ღირებულება 5-დან 15 მილიონ ევრომდე იქნება. 

“ბარსელონასთან” ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესებას სხვა დიდი კლუბებიც გამოხატავენ – მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედი”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:39

    რა გინდათ, წლევანდელი საჭორაო წელი მე მგონი საუკეთესო იქნება. მასალა უხვადაა დასაწყობებული.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 11:23

    ეს ალბათ ბარსა ბ-სთვის.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:30

    პრიველრიგში ახლა მცველი და ფორვარდია საჭირო, თუმცა თუ მართლა ასეთი ტალანტია, ხელიდან არ უნდა გაუშვათ, ჩვენ თუ ვე რგამოვიყენებთ სარფიანად მაინც გაყიდიან მერე

  • El pistolero 9
    schedule 12 მარ 2021, 18:57

    ვინგერი ისედაც ბევრია.დემბელე ტრინკაუ ფატი ეგერ აკადემიიდან კოლადო და კონრადი.უფრო მცველები გვინდა

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 18:37

    დაცვას მიაწვნენ ახალგაზრდები არ აკლია გუნდს

  • BEQA BARCA
    schedule 12 მარ 2021, 18:06

    ესე დაიწერა მახსოვს პედრიზე და ეხლა რა დონეზეცაა და რა დონისკენ მიდის ვხედავთ კარგია ესეთი ახალგაზრდები. მე ეს არ ვიცი ვინაა მარა იმედია კაია და მოიყვანონ!

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 18:01

    ასეთი პოზიციის პირველ გუნდშიც გვყავს ბევრი და ბარსა ბ-შიც, ამის მოყვანას მაგათ მისცენ შანსი სჯობს

  • სპარტაკი
    schedule 12 მარ 2021, 17:52

    Vingerebs barsa b danac sheizleba daawinauron mitumetes ar gvyavs mag kutxit danaklisi erti kargi forvardi da mcveli rac aucilebelia pirvel rigshi danarcheni drodadro daixvewebian..

  • ROUCH
    schedule 12 მარ 2021, 17:43

    ვინგერი რა ხუხუდ გვინდა ფორვარდი არა გუნდში ვის უნდა ჩაუწოდოს. ტრინკაუს სკამზე ალპობენ თუ ვინგერი უნდა ფატი გამოკეთდება სუ ტრამვა ხო არ ექნება. დემბელე კაი სწრაფ გამტან ფორვარდთან ეგეც პროდუქტიული იქნება როგორც დორტმუნდში ობამეანგთან იყო

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2021, 17:39

    მაგ პოზიციის იგროკები განსაკუთრებით ვინგერები ოხრად გვყავს თან ისეთები რო ამას შეჭამენ ამაში ფულის დახარჯვა სისუელელე იქნება და მეტი არაფერი

  • Terstegen
    schedule 12 მარ 2021, 17:39

    კვარაცხელია მოიყვანეთ!!!