კატალონიური გამოცემა “სპორტი” გვამცნობს, რომ ცესკი ახლა ლონდონში იმყოფება და რომ მან თავის ამჟამინდელ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა…
კატალონიელი ნახევარმცველი, ცესკ ფაბრეგასი ახლა ლონდონში იმყოფება. მან “არენალში” სამედიცინო შემომწება უკვე გაიარა და გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, იგი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.
ფაბრეგასი მოსამზადებელ სეზონს “არსენალში” იწყებს, მაგრამ საკითხავია “როგორ?” … როგორც ცნობილია, ცესკმა უარი განაცხადა “არსენალის” ფორმით, აზიის ტურში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. თუმცა, როგორც “სპორტი” იუწყება, ფაბრეგასი იმედოვნებს, რომ მისი “ბარსელონაში” გადასვლის საკითხი კვირამდე, ანუ იქამდე გადაწყდება, სანამ “არსენალი” აზიის ტურს დაიწყებს.
როგორც ყველა საპნის ოპერა, არც ეს ამბავია ინტრიგებსა და მოულოდნელობებს მოკლებული. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.