კატალონიური Sport ავრცელებს პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც “ბარსელონა” მზადაა სერხიო აგუერო დაიმატოს. საუბარი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზეა.
ბოლო დროს არაერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჟოან ლაპორტას 32 წლის არგენტინელის უფასოდ დამატება უნდა. უშუალოდ სერხიოს სათამაშო კლასის გარდა, მის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ ფეხბურთელის დამატება ლეო მესის “ბლაუგრანაში” დარჩენის შანსებს ზრდის.
ვეტერანი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” წელიწადში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, “ბარსელონასთვის” კი ეს ძალიან დიდი თანხაა. Sport-ის ცნობით კატალონიელები აგუეროსთან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ფეხბურთელი ხელფასის მინიმუმ განახევრებას დასთანხმდება.
არაა გამორიცხული, “ბარსამ” აგუერო ამ პირობაზე დაითანხმოს. არგენტინელმა 15 მილიონიანი კონტრაქტი “სიტისთან” 2018 წელს გააფორმა, როდესაც ფეხბურთსაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობდა და ტრავმებიც ხელს ნაკლებად უშლიდა. ამას პანდემია ემატება და ამ ფაქტორების გათვალისწინებით სერხიო შეგუებული უნდა იყოს, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, სადაც არ უნდა განაგრძოს კარიერა.
რავი აქ რა პოლიტიკაა მაგრამ ამას ჯეკა დაეტოვებინათ ჯერ ბარსას ნაწილი იყო და ისე გაუშვეს ეხლა ისეთი მოყავთ ვინც მასავით მაინც უნდა ითამაშოს თუ მეტი უკეთ არა..
ნამდვილად თუ დაიკლებს და არა 7,5 მდე არამედ 5-მდე და კონტრაქტსაც 1+1 გაუფორმებენ შეიძლება მოიყვანონ, ბოლო ბოლო ბრეიტვეიტს ვეღარ აჯობებს სკამზე ჯდომაში.
იმის გარანტიას თუ მოგვცევს ეს ტრანსფერი რომ მესი დარჩება მაშინ უნდა მოიყვანონ, თუარადა დეპაი ჯობია ამ მომენტში ბევრად
5 milionze meti ar micet tore amis dedasac gavartyi…
https://onefootball.com/en/news/new-barcelona-president-laporta-ready-to-sell-griezmann-32556284
მზითვებში კიდევ დემბელე, ლანგლე და უმტიტი გაატანონ..
ჰოლანდი
აგუერო
იდეალური პაკეტია
დათანხმდება შემცირებულ ხელფასსაც მესიც დაებაზრება
ჰოლანდი და ეს სკამზე
ლაპორტა გრიზმანის გაყიდვას აპირებსო…
https://onefootball.com/en/news/new-barcelona-president-laporta-ready-to-sell-griezmann-32556284
ალაბასაც და ამასაც ხელფასი აინტერესებს მარტო არ ღირს მაგათი მოყვანა ლიგისთვის არ გამოგვადგებიან
ერთადერთი პლიუსი ამის ეხლა მოყვანაში ვხედავ მხოლოდ იმას რომ მესი არ მოინდომებს წასვლას. აბა სხვა რატო უნდა მოიყვანო 32 წლის ტრავმიანი ფეხბურთელი. რომელიც 7 მილიონს ითხოვს..
5 წლის წინ, რომ დაუნიშნეს შეიხებმა აგუეროს ხელფასი იმას დღეს 33 წლის ტრავმიან ფეხბურთელს ვინ დაუნიშნვს, მითუმეტეს ამ გაგანია პანდემიის დროს.
თუ შეიმცირა მოიყვანონ, ჰოლანდიც არ არის დასავიწყებელი