ფინალში "ბარსა ბ-ს" მეტოქე ცნობილია

ფინალში "ბარსა ბ-ს" მეტოქე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად "ბარსა ბ-ს" გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდება.

ფლეი ოფის ფინალში, რომელიც კვირას გაიმართება, ახალგაზრდა კატალონიელების მეტოქე ასევე კატალონიური "საბადელი" იქნება. თამაში თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

"საბადელმა", ესპანეთის მე-3 დივიზიონის მე-3 ჯგუფში, "ბარსა ბ-ს" მსგავსად, 28 ტურში 49 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების გამო, კატალონიელებს ჩამორჩა და მე-3 ადგილი დაიკავა.

ფლეი ოფში, ორივე ეტაპზე, კატალონიურმა გუნდმა ორივე თამაში თერთმეტმეტრიანების წყალობით მოიგო - 1/4-ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" სარეზერვო გუნდთან და 1/2-ფინალში "კულტურალ ლეონესასთან".

მიმდინარე სეზონში, "ბარსა ბ-მ" და "საბადელმა" ერთი თამაშის ჩატარება მოასწრეს. ოქტომბერში, გარსია პიმიენტას გუნდმა, საკუთარ კედლებში, 1-0 იმარჯვა. გოლი გუნდის კაპიტანმა, მონჩუმ გაიტანა.

ამ გუნდებს შორის სულ 51 შეხვედრაა გამართული. უპირატესობა "ბარსა ბ-ს" აქვს - 26 მოგება, 11 ფრე, 14 წაგება, 88 გატანილი და 61 გაშვებული გოლი. უკანასკნელი 3 თამაში "ბარსას" მოგებით დასრულდა, "საბადელმა" კი ბოლოს 2016 წელს მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #3 24 ივლისი 2020 12:09
    1
    ციტატა: Mes cue un club 1899
    ისე კარგი იქნებოდა ლინკი რო ჩააგდოთ ხოლმე

    მარტო ბარსა ტვ აჩვენებს
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 ივლისი 2020 12:04
    2
    ისე კარგი იქნებოდა ლინკი რო ჩააგდოთ ხოლმე
    [?]
    #1 24 ივლისი 2020 12:00
    5
    არადა ფატი-ფუენტეს დუეტს შეტევაში, შუაში მანაი, ნახევარდაცვაში პუჩი მორიბა მონჩუ რა კარგი ტრიოა, იქ არაუხო დაცვაში და მშვენიერი გუნდი იქნებოდა მარა ბართომეუმ სეტიენის ხელით არაო.. იყავით სადაც ხართო