workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში გოლს არ უშვებს

“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში გოლს არ უშვებს

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, დღეს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშოს, კატალონიელებს რეკორდის დამყარების შანსი მაინც აქვთ.

საქმე იმაშია, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, გასვლით მატჩში საკუთარ კარში გოლი მიღებული არ აქვთ:

  • იუვენტუსი 0:2 ბარსელონა
  • დინამო კიევი 0:4 ბარსელონა
  • ფერენცვაროში 0:3 ბარსელონა
  • პსჟ -:- ბარსელონა

გასვლაზე ჩატარებული 3 მატჩიდან “ბარსამ” სამივე მოიგო, გაიტანა 9 გოლი და გაუშვა 0 (ბალანსი +9).

“ბლაუგრანა” ამ სეზონში გასვლით მატჩებში უჩვეულოდ კარგად თამაშობს და ბევრად უკეთ ვიდრე “კამპ ნოუზე”.

საკუთარ კედლებში გამართული 4 მატჩიდან, “ბარსელონამ” 2 წააგო, გაიტანა 8 გოლი და გაუშვა 9 (ბალანსი -1), კარი მშრალად ერთხელაც კი არ შეუნახავს.

Opta-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით, თუ “ბარსელონა” მოახერხებს და დღესაც მშრალად შეინახავს კარს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდება პირველი გუნდი, რომელსაც საწყის 4 გასვლით მატჩში გოლი არ ექნება გაშვებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 00:25
    #9

    ახლაც ერთი გაუშვეს და ისიც უაზროდ

  • nika 54
    schedule 11 მარ 2021, 11:38
    #8

    მოკლედ გავუფუჭეთ Opta-ს სტატისტიკა.

  • El pistolero 9
    schedule 10 მარ 2021, 22:05
    #7

    ზოგადად კუმანის ბარსა გასვლაზე უკეთ გამოიყურება

  • me da barca
    schedule 10 მარ 2021, 21:43
    #6

    ხოდა 0:4 დაგვხატავდა

  • BEQA BARCA
    schedule 10 მარ 2021, 21:29
    #5

    შტეგენმა თუ გვიშველა თუ არა და რეკორდი არ იქნება..

  • M10 S9 D11
    schedule 10 მარ 2021, 20:42
    #4

    დღეს მინგესას და შტეგოს იმედი მაქვს აბა ლენგლე და უმტიტის იმედი ჩემ მტერს ქონდეს

  • Always cule
    schedule 10 მარ 2021, 19:44
    #3

    ტერ შტეგენის იმედი მაქვს დღეს, 1 გოლზე მეტის გაშვების უფლება არ გვაქვს, 4-1 ყველაზე რეალურია და დამატებითში გადავა. საერთოდ თუ არ გავუშვებთ გოლს უკეთესია რა თქმა უნდა.

  • Bobi
    schedule 10 მარ 2021, 19:39
    #2

    აუ რავი აი რაღაც იდეალური სცენარი უნდა დაიდოს რო მეორე ქამბექი ვნახოთ 😁
    რამხელა სიამოვნება იქნება ყველასთვის ნეიმარის გაშეშებული სახის ხილვა, მინდა რო გაკვირვებისგან მეორედ ჩამოუგდონ ყბა 😁

  • ბასქუ10
    schedule 10 მარ 2021, 19:23
    #1

    იმედია დღესაც არ გაუშვებთ გოლს და 4-5 გოლს გავიტანთ

    ჩვენ ბარსა ვართ, ჩვენ მუდამ შეგვიძლია ბრძოლა და გამარჯვება და დღესეც ასე უნდა იყოს ბოლომდე ბრძოლით მივაღწევთ გამარჯვებას