დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთის წინააღმდეგ, ისტორიაში სულ, მე-13 შეხვედრას გამართავენ.
აქამდე გამართულ 12 შეხვედრაში მცირე უპირატესობა კატალონიელებს აქვთ: 5 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება, “ბარსელონამ” 23 გოლი გაიტანა და გაუშვა 20.
პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1997 წლის 14 მაისს, “დე კუიპზე” გადაეყარნენ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ევროსარბიელზე, თასების მფლობელთა თასის ფინალი, სადაც რონალდოს გოლით “ბლაუგრანამ” მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ბობი რობსონის გუნდი ჩემპიონიც გახდა.
ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 2017 წელს “კამპ ნოუზე” გაიმართა (6-1). “ბარსელონამ” ამ გუნდთან ყველაზე დიდი მარცხი ასევე 2017 წელს იწვნია (0-4).
ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირი ნეიმარია, რომელმაც 7-ჯერ შეძლო პარიზელთა კარის დალაშქვრა. ბრაზილიელს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია და, ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს.




მოგვეგო მაინც ნეტავ, ურთიერთშეხვედრებში გავასწრებდით კიდევ უფრო მეტად
მიდით ბიჭებო მოინდომეთ.თუ სულს და გულს დადებენ ყველაფერი შესაძლებელია
აბა რა, შანსი ყოველთვის გვაქვს და უნდა ვირწმუნოთ ჩვენი გუნდის.
მე მგონია რომ მოვიგებთ მაგრამ აი გასვლაზე რა გითხრათ. ნუ გავალთ, მთავარია ჟინი დაგვანახონ ბიჭებმა რომ უნდათ თამაში და უნდათ მოგება და აწი ისეთი თაობა წამოვიდა სამომავვლოდ ყველაფერი კარგად იქნება წესით.
უბრალოდ არ მესმის ადამიანების ვინც ამბობთ რომ ბარსას შანსი არ აქვს, რამდენად ცუდ ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ ეს ბარსელონაა რომელიც ოჯახია და ოჯახს ჰყავს უფროსი სახელად ლეო მესი. გუნდში კარგად არაინ განწყობილნი და თქვენ ვინ მოგცათ ყურების ჩამოყრის უფლება? ყოველთვის გჯეროდეთ ეს ბარსელონაა მეტი ვიდრე კლუბი! ვაჩვენოთ ფულის მონბს ვინაა საუკეთესო, ბოლომდე ბიჭებოოოოოოოო
ეეხ, სწრაფი გოლი კამპ ნოუზეც გავიტანეთ, მაგრამ რათ გინდა. მერე გაიღვიძეს ამ დამპლებმა და დაგვეძინა ჩვენ.
წარმოიდგინეთ მესის პოკერი და პსჟს ფეხბურთელების ატირებული სახეები ვააახ რამაგრად გაასწორებს მაგრამ…. თითქმის შეუძლებელია დდდდდდ
იმედი არ მოგიშალოს ღმერთმა, მაგრამ პსჟ-ს დაცვაზე რო ვლაპარაკობთ ჩვენ რა უკეთესი გვყავს? ან პსჟ-ს თავდასხმა არ უვარგა? რავიცი, რავიცი. ღმერთმა გისმინოს, მოგებას რა სჯობია.
გასვლის რა ვთქვა მაგრამ უნდა მოვიგოთ თამაში. რაც არ უნდა იყოს არ უნდა წავაგოთ და არც ფრე! საბრძოლო ანგარიში თუნდაც 0-2 ან 1-3. თამაშით უნდა შევჭამოთ და უნდა ვანანოთ თითოეული სიტყვა ბარსას მიმართ. Vamoooos!
იუვეს გზას, რომ გაუყვეს ეს სანაგვეთი გაასწორებდა.
არადა მართლა შეიძლება ესეთ პსჟ სთან ქამბექი ჩვენ თუ გაგვცდა ვიღაც გაარღვევს მომდევნო რომელიმე ეტაპზე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა მაგრამ სწრაფი გოლი გვინდა და მბაპეს თამაშიდან გამოთიშვა და შანსი უკვე ძალიან გაიზრდება. იქნებ პსჟს ის ბედი ხვდა წილად რო ბარსამ უქამბექოს რავიცით წინასწარ?😅 პატარა იმედი მაინც არის და ვნახოთ რა იქნება დემბელე და მესი უნდა გაგიჟდეს
მორიგი სასწაული თუ გვიხსნის მხოლოდ, ფეხბურთელებმა კი ყველაფერი ჯნდა გაიღონ ამ მატჩისთვის
კიდევ ერთხელ უნდა შევარცხვინოთ დღეს
ვაიიი როგორ მინდა რო დღეს რაღაც სასწაული მოხდეს და გავიდეთ