workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2021-ის ოქროს ბუცი | ბომბარდირთა დავაში მესი პოზიციებს კარგავს

2021-ის ოქროს ბუცი | ბომბარდირთა დავაში მესი პოზიციებს კარგავს

2021 წლის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკი დამაჯერებლად ლიდერობს და ლიონელ მესის 12 ბურთით უსწრებს.

არგენტინელი 24 მატჩში გატანილი 19 გოლით მე-6 პოზიციაზეა. 

ლეო რეიტინგში ლევანდოვსკის გარდა, ანდრე სილვას, ერლინგ ჰოლანდს, კასპერ იუნკერსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 62 ქულა (31 გოლი)
  2. კასპერ იუნკერი (ბოდო / გლიმტი) – 40,5 ქულა (27 გოლი)
  3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 40 ქულა (20 გოლი)
  4. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია) – 38 ქულა (19 გოლი)
  5. ანდრე სილვა (ფრანკფურტის აინტრახტი) – 38 ქულა (19 გოლი)
  6. ლეო მესი (ბარსელონა) – 38 ქულა (19 გოლი)
  7. ამალ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37,5 ქულა (25 გოლი)
  8. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 36 ქულა (24 გოლი)
  9. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 ქულა (18 გოლი)
  10. რომელუ ლუკაკუ (მილანის ინტერი) – 36 ქულა (18 გოლი)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (81)

  • El pistolero 9
    schedule 10 მარ 2021, 15:12
    #81

    ბასქუ10,
    ძაან ძაან გაუჭირდება.ლევანდოვსკის უფრო ნაკლებ მატჩში 12!!!!გოლით მეტი აქვს გატანილი და თან არ გაჩერდება.ამიტომ ვფიქრობ ლევანდოვსკი მოიგებს