ლა ლიგის 26-ე ტურში, “ელ სადარის” სახელობის სტადიონზე, “ბარსელონამ” მასპინძელი “ოსასუნა” (2-0) დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი კატალონიელთა ესპანელმა მცველმა, ჟორდი ალბამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ალბას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 5 გოლი დაუგროვდა, მან მის კარიერაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა. თავდაპირველად ფეხბურთელმა ერთ სეზონში 5 გოლის გატანა 2012/2013 წლების სეზონში მოახერხა, სწორედ ამ დროს დაიწყო მისი კატალონიური კარიერაც.




ალბა და დესტი აქტიურობდნენ დღეს.დესტმაც დაარტყა ერთხელ.ჯორდის მომატებული აქვს
უძლიერესი დარტყმა იყო, საწყალმა მეკარემ ძლივს გააცალა სახე თორემ აახევდა ასიანი იმ უბედურს.
თითქმის ყველა თამაშში ემქნება მინიმუმ ერთი მომენტი და ნამდვილად შეუძლია მეტის გატანაც
მაგარია ალბა!! ცუდია რომ ცოტა დაგვიბერდა,მე მგონი 2-3 სეზონს გაქაჩავს კიდე
კიდევ კარგი მესიმ გაუკეთა პასი და საჯარიმოში არ იდგა, თორემ დარტყმის ნაცვლად აქეთ დაუბრუნებდა პასს.
თან ძაან მაგარი გოლი გაიტანა დღეს
მაგრად გაუშვა ახლო კუთხეში