ფრენკი დე იონგსა და ლიონელ მესის ლა ლიგაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ. ორივე ფეხბურთელს სეზონის დასაწყისიდან 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, კიდევ ერთი გაფრთხილების შემდეგ კი შეხვედრას გამოტოვებენ.
ხვალ “ბარსელონა” “ოსასუნას” დაუპირისპირდება, დისკვალიფიკაციის ამ მატჩში მიღება კი რონალდ კუმანის შეგირდებისთვის დიდ პრობლემას ნამდვილად არ შექმნის – მომდევნო მატჩი ჩემპიონატის აუტსაიდერ “უესკასთანაა” გასამართი, ამ გუნდის დამარცხება კი კატალონიელებმა, წესით, ლიდერების გარეშეც უნდა შეძლონ.
თუ დისკვალიფიკაცია “გადაიდება”, შესაძლოა, “ბარსა” უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. “ბლაუგრანას” მეტოქე “უესკას” შემდეგ “ვალიადოლიდი” და “სოსიედადი”, შემდეგ კი მადრიდის “რეალი” იქნება, “ელ კლასიკოს” ასეთი დანაკლისით ჩატარება კი მიზანშეწონილი ნამდვილად არაა.




წინა ტურში ბოლო წუთებზე უნდა მიეღოთ ორივეს და ოსასუნასთან ისედაც დაისვენებდნენ
ეგრე რამოსმაც წაიტრაბახა, ყვითელი რო აიღო ბარათების გასანულებლად და ერთი კი არა სამი მატჩით დაადეს ბანი. ფრთხილად უნდა მოიქცნენ, ოდნავ ეჭვზე გამოძიებას დაიწყებენ.
ჰე აბა ყვითლები გვინდა დღეს.გოლების მერე თუ მაისურებს გაიხდიან მთლად კარგი
ჩვეულებრივად აიღებენ ყვითელ ბარათს, ბოლობოლო მესი გაიტანს და მაისურს გაიხდის და ფრენკი ცოტას წაიუხეშებს სადმე😁
ორივე უნდა გაყვითლდეს ხვალ
მაგასაც კოხტად მოაყომარებს და შეასრულებს ხუთამდე. რამოსი ხის თავიანია და ქაჯურად გააკეთა.
ორი სახიფათო შეტევაა ჩასაშლელი, დიდი არაფერი 😁 მესის გაუჭირდება ოღონდ 😆💙❤️
უესკასთან და ვალიადოლიდთან შეიძლება ამათ გარეშე თამაში. მართალია ეიბარს ვერ მოვუგეთ ლეოს გარეშე მარა ბრაიტვაიტს მაშინ ორივე ფეხი მარცხენა ქონდა და იიმიტო. ხვალ მიიღოს მესიმ მერე ფრენკიმ ან პირიქით. ძალით არ მიიღონ რამოსივით თორე 3 თამაშიანს აადებენ ორივეს. თU მადრიდისტა მსაჯი გვერგო ოქმში ეგრევე შეიტანს რამე ისეთს რო გაუხანგრძლივოს დისკვალიპიკაცია
უესკასთან არ იქნება აუცილებელი მესის და დეიობგის ყოფნა ასე რომ მიიღონ არაა პრობლემა ცოტას დაისვენებენ კიდეც❤️
უეჭველი ასაკისებელია ბარათები. ისე სევილიასთანაც უნდა ეჩალიჩათ რომელიმეს მაინც
ოსასუნასთან შეუძლიათ მიიღონ
90-წუთზე ხელით ითამაშეთ და ეგაა…. თუ უბრალო ჯარიმა დაიდო, მსაჯს ეჭყიპინეთ. ოღონდაც "Puta madre" არ უთხრათ, თორემ გაგაწითლებთ ყვითლის მაგიერ და მადრიდული სადისციპლინო კლასიკოს გამოგატოვებინებთ