ვილა ამ ზაფხულს გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში, ვალდესთან, პუიოლთან, ჩავისთან, სერხიოსთან და ინიესტასთან ერთად, რომლებსაც ის უკვე იცნობს ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებიდან. ის ასევე იცნობს მილიტოს ”სარაგოსადან” და ლეო მესის სარეკლამო რგოლების გადაღებებიდან, რომლებშიც მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა.
პარასკევს თავის პრესკონფერენციაზე, ვილამ გამოხატა კმაყოფილება იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მიიღო თავის მომავალი თანაგუნდელებისგან. და განაცხადა: ”მე ვარ ბედნიერი. მე ვიცი ჩემი თანაგუნდელების შესახებ, მე ვარ ზოგიერთი მათგანისს კარგი მეგობარი. მე ვიგრძენი მათი მხარდაჭერა ჩემ მიმართ, სანამ ხელს მოვაწერდი კონტრაქტს, მაშინაც კი მამხნევებდნენ და ძალიან მადლობელი ვარ მათი.”
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი პუიოლთან, ჩავისთან და ინიესტასთან იყო მაშინ, როცა მათ ერთად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატის წამყვანი მეგოლე სწორედ ვილა იყო.
ვილამ და მილიტომ, როცა ისინი ”სარაგოსაში” იყვნენ, ერთად მოიგეს ესპანეთის თასი ყოფილი ”ბარსელონელის” ვიქტორ მუნიეზის ხელმძღვანელობით მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ეს ორი მოთამაშე ერთად კიდევ ერთი წელი თამაშობდა, სანამ ვილა ვალენსიაში არ გადავიდა.