workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში სეზონის ბოლოს მიიღებს

მესი გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში სეზონის ბოლოს მიიღებს

ლიონელ მესი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს და ამ სიტუაციას საპრეზიდენტო არჩევნები ვერ შეცვლის. ინფორმაციას El Larguero ავრცელებს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმადა, თუ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, და დიდი ალბათობით ასეც მოხდება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის კლუბში დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლაპორტას გაპრეზიდენტება მესის დარჩენას აუცილებლად ნიშნავს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მესი სეზონის ბოლომდე დაიცდის და შეხედავს, რამდენად რეალური იქნება ახალი პრეზიდენტის ახალი პროექტი.

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 7 მარტს გაიმართება. მთავარი ფავორიტი კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 04 მარ 2021, 11:40
    #12

    მესისთვის ახლა მთავარი ტიტულებია, თუ შესთავაზებენ ნორმალურ პროექტს, დარჩება, თუ არადა ერთი თქვენიცო და წავა.

  • M10 S9 D11
    schedule 03 მარ 2021, 14:49
    #11

    მე ვფიქრობ რო უნდა წავიდეს თავისთვისაც ესე ჯობია და ბარსაშიც ახალი ეპოქა დაიწყება გუნდი ახლიდან აშენდება რასაც 3-4 სეზონი დასჭირდება ამ პერიოდში კიდე მესი სიტიში მოხიკავს ტიტულებს და კი ჩამოკიდებს ბუცებს მერე

  • ბასქუ10
    schedule 03 მარ 2021, 14:40
    #10

    დარწმუნებულივარ 100% ლაპორტა დაითანხმებს მესის

  • Don_Andresito
    schedule 03 მარ 2021, 14:17
    #9

    გააჩნია წელს კიდევ რამდენი იმედგაცრუება გველის. თუ უტიტულოდ დავრჩით რისი ალბათობაც დიდია და თან სათამაშო დონე დაეცა სეზონია ბოლოს, წავა. თუ პერსპექტივა დაინახა შემდეგი სეზონის, ირწმუნა ამ თაობის მაშინ დარჩება

  • El pistolero 9
    schedule 03 მარ 2021, 13:39
    #8

    მაინც მგონია რო ლაპორტა დატოვებს ლეოს.

  • antonio
    schedule 03 მარ 2021, 13:04
    #7

    ისეთი პირი უჩანს დარჩება 34 წლის ფეხბურთელზე არცერთი გუნდი არ ააგებს გრძელვადიან პროექტს ორი წლის გულისთვის კიდევ მეეჭვება პსჟ-მ და სიტიმ გადააწყ-გადმოაწყონ გუნდი მესის გარშემო მითუმეტეს პსჟს მბაპე და ნეიმარი ყავს უკვე სიტი კიდევ საათივითაა აწყობილი და მარტო იმისთვის რო მესი ბრენდია და დამატებით გულშემატკივარს და ფულს მოუტანს არ აურევენ გუნდს თან ბარსაშიც მოდის თაობა სწორი მენეჯმენტით და თანხების მოზიდვით შეძლებს ბარსა იქით წლიდანვე ყველა ტირულისთვის ბრძოლას. ერთადერთი თუ დაიღალა მესი და წავიდა ევროპიდან თუმცა არც ეგ მგონია სანამ რონალდო ხოდზეა ესეც არ მოეშვება ასერო ორიოდე წელი უნდა დარჩეს წესით აქ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 03 მარ 2021, 12:30
    #6

    ლაპორტამ მცდელობა არ უნდა დააკლოს რომ ლეო გუნდში დატოვოს ოღონდ არა უაზრო და ზერელე დაპირებებით.სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საქმეს.

  • nika 54
    schedule 03 მარ 2021, 12:25
    #5

    რა თქმა უნდა, ლაპორტას მოსვლა არაფერს ნიშნავს, თუ გუნდის შენებას არ დაიწყებს. იმის თქმა რომ ახალგაზრდობა გვეზრდება და ლეო აბა ჰე აბა ჰოოო არის ზღაპარი. დაიღალა ლეო 5 წელი ატყუა ბართომ აი ნეიმარს დავაბრუნებ აი ლაუტაროს მოვიყვან აი ეს აი ის…მორჩა ზღაპრები ლეოს ორი-სამი წელი აქვს დარჩენილი და ეს უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს, ვერავინ ამაში ვერ გაამტყუნებს.

  • davidus2020
    schedule 03 მარ 2021, 12:18
    #4

    რათქმაუნდა მესის სერიოზული პროექტი სჭირდება,რომ დაინახოს ძლიერი გუნდის შექმნის შესაძლებლობა,ფული მესის იმდენი აქვს სამ სიცოცხლეს ეყოფა,უბრალოდ იცის მაღალ დონეზე თამაში კიდევ 2-3 სეზონს შეძლებს,უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს.დამეთანხმებით რაც ბარსამ მისცა მესის, ხუთჯერ მეტი დაუბრუნა.მე ვერ წარმომიდგენია მესი სხვა ფორმაში,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

  • Bobi
    schedule 03 მარ 2021, 12:05
    #3

    ძალიან გაუჭირდება ლაპორტას მესის დატოვება, ძალიან სერიოზული პროექტი უნდა დაუდოს მაშინ, ფულზე არ მგონია წუწუნი დაიწყოს მესიმ თუმცა ვფიქრობ ყველაფერს ის გადაწყვეტს, რამდენად სერიოზული გუნდის შექმნის გეგმას დაუდებს ჟოანი მაგიდაზე, ლანგლეებთან აღარ გაჩერდება ეს კაცი და ვერც ვერავინ გაამტყუნებს ალბათ იმდენი აქვს ნაკეთები ამ კლუბისთვის

  • C.PC5
    schedule 03 მარ 2021, 11:35
    #2

    ლაპორტაც რომ მოვიდეს მესიმ რაც არუნდა გადაწყვიტოს ყველა დაეთანხმება და არავინ გააკრიტიკებს🤗❤️

  • Always cule
    schedule 03 მარ 2021, 11:29
    #1

    ლაპორტა მოვა და მესისაც დატოვებს ალბათ