workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილიასთან” მატჩის მსაჯი ცნობილია

“სევილიასთან” მატჩის მსაჯი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ესპანეთის თასის 1/2-ფინალში “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის ხვალ გასამართი განმეორებითი თამაშის მსაჯის ვინაობა ცნობილი გახდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, “სევილიასთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში 37 წლის გამოცდილი ესპანელი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იმსაჯებს.

მარტინესმა მსაჯობა 2005 წელს დაიწყო. 2010 წელს იგი ესპანეთის მე-3 დივიზიონში დააწინაურეს, 2011 წელს კი – მე-2 დივიზიონში. 2015 წლიდან მას ლა ლიგის მატჩები ანდეს. ესპანეთის ჩემპიონატში მისი მსაჯობით პირველი თამაში 2015 წლის აგვისტოში გაიმართა. 2017 წელს მარტინესი FIFA-ს არბიტრი გახდა და ევროპა ლიგაზე მსაჯობა დაიწყო.

37 წლის არბიტრს “ბარსელონას” მატჩებში 22-ჯერ უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 17 თამაში მოიგეს, 3 წააგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს. მარტინესმა “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს 40 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

“ბარსას” ბოლო შეხვედრა, რომელიც ესპანელმა არბიტრმა განსაჯა, 3 თებერვალს გამართული ესპანეთის თასის 1/4-ფინალური “გრანადასთან” მატჩია. კატალონიელები 88-ე წუთამდე ანგარიშით 0-2 აგებდნენ, ძირითად დროში კი მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა”, საბოლოოდ, 5-3 მოიგეს.

“სევილიას” მონაწილეობით მარტინესმა 13 თამაშში იმსაჯა, რომელთაგანაც ანდალუსიელებმა 7 შეხვედრა მოიგეს, 4 წააგეს, 2 კი წააგეს. არბიტრმა “სევილიას” მოთამაშეებს ყვითელი ბარათი 33-ჯერ უჩვენა, წითელი ბარათი კი – არც ერთხელ.

ხოსე მარია სანჩეს მარტინესს ვიდეორეფერის ოთახიდან 34 წლის მსაჯი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა დაეხმარება.

ბენგოეჩეას მსაჯობით “ბარსელონას” ასეთი სტატისტიკა აქვს: 15 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. მან კატალონიელთა ფეხბურთელები 43-ჯერ გააფრთხილა. ესპანელ არბიტრს “ბარსას” მოთამაშე არც ერთხელ არ გაუძევებია.

აქვე დავძენთ, რომ “ბარსელონას” ხვალ “სევილიას” 2-ბურთიანი უპირატესობის დაძლევა მოუწევს. კატალონიელებმა პირველი 1/2-ფინალური მატჩი 0-2 წააგეს.

თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 03 მარ 2021, 13:49
    #10

    ბენგოეჩეას მსაჯობით "ბარსელონას" ასეთი სტატისტიკა აქვს: 15 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. მან კატალონიელთა ფეხბურთელები 43-ჯერ გააფრთხილა. ესპანელ არბიტრს "ბარსას" მოთამაშე არც ერთხელ არ გაუძევებია.
    ბენგოეჩეა ბასკია და გასაგებია, რომ უფრო ობიექტური იყო ვიდრე "მადრიდელი" მსაჯები. ისიც ცხადია რომ ბასკებთან ამას არ დაგვინიშნავდნენ არასდროს.

    ციტატა: saba_xavi
    მადრიდისტა არაა მგონი მახსოვს კლასიკოებში ამის დანიშნული პენალტები ჩვენს სასარგებლოდ


    ხო ვთქვი, ბასკია და მადრიდს არ ბალეშიკობს.

  • saba_xavi
    schedule 03 მარ 2021, 08:24
    #9

    მადრიდისტა არაა მგონი მახსოვს კლასიკოებში ამის დანიშნული პენალტები ჩვენს სასარგებლოდ

  • M10 S9 D11
    schedule 03 მარ 2021, 03:58
    #8

    იმედია თავს არ გვაგინებინებს

  • ბასქუ10
    schedule 03 მარ 2021, 00:39
    #7

    მსაჯი არვიცი მაგრამ მოედანზე მტელი გული და სული რომ უნდა ჩადოს თითოეულმა ფეხბურთელმა ცხადია, საკმაოდ რთული მისია აკისრია გუნდს და იმედია ამ მისიას წარმატებიტ შეასრულებენ

  • El pistolero 9
    schedule 02 მარ 2021, 23:17
    #6

    იმედია კარგად იმსაჯებს.

  • Always cule
    schedule 02 მარ 2021, 23:09
    #5

    უნდა დავაქამბექოთ

  • me da barca
    schedule 02 მარ 2021, 22:51
    #4

    ეს გაუცინარი ხელმწიფე სად გაჩითეს, აჭარულის მოცეკვავესავით, რომ დადის მინდორზე.

  • Bobi
    schedule 02 მარ 2021, 22:39
    #3

    ამ მსაჯის მეშინია, გაბღენძილი მამალივით დაიარება მოედანზე და ბარათებსაც კარგად არიგებს 😁 ლანგლე ამან არ გააგდო ბეტისთან შეხვედრაში? ფეკირიც გააგდო, თან ისე რო ორივე ეპიზოდში ამის სახე არ მავიწყდება 😆

  • Bobi
    schedule 02 მარ 2021, 22:30
    #2

    ციტატა: C.PC5
    აუ ეს ტიპი მატადორივით გაჯგიმული დაიარება იმენა კორიდა მგონია როცა ესაა მსაჯი😂


    ზუსტად 😂❤️ მე ბარათის ჩვენების მომენტი მაქვს დამუღამებული, თვალებით იმას ანიშნებს ბარათით აქ შემოვიფარგლები, მოედნის გარეთ ცალკე დაგელაპარაკებიო 😆💙❤️

  • C.PC5
    schedule 02 მარ 2021, 22:25
    #1

    აუ ეს ტიპი მატადორივით გაჯგიმული დაიარება იმენა კორიდა მგონია როცა ესაა მსაჯი😂