“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, დაპატიმრებულია, იტყობინება Onda Cero.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დაკავებულნი არიან კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ, კლუბის იურიდიულ საქმეთა ხელმძღვანელი, რომან გომეს პონტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ხაუმე მასფერერი.
სამართალდამცველებმა ბართომეუ დილით, საკუთარ სახლში, დააკავეს.
ESPN-ის ცნობით, საქმე სოციალური ქსელებში ყალბი ანგარიშების შექმნასა და მათი მეშვეობით, ერთი მხრივ, ბართომეუს რეპუტაციის დაცვასა და, მეორე მხრივ, მის მოწინააღმდეგეთა (მესი, პიკე, გვარდიოლა და ა.შ.) წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიის წარმოებას უკავშირდება.
დიდი ამბავი, ბართო კი არა აგერ მელია დააკავეს და არ დაქცეულა ქვეყანა.
რა ეგონათ ბართომეუს და მის კამანდას არ მოეკითხებოდათ რაც ჩაიდინეს?როცა მათმა მოღვაწეობამ კლუბი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა.სასჯელმაც არ დააყოვნა ლოგიკურად დასრულდა წესით აქამდეც უნდა ჩაეყუდებინათ ციხეში.
მაგრამ არც ახლაა გვიან სამართალმა მაინც იზეიმა.
ყველანი ციხეში ბართომეუ პირველ რიგში !