“ბარსელონას” პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პირველი დებატები მიმდინარეობს.
წარმოგიდგენთ კანდიდატების ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს.
ფონტი:
სირცხვილია, რომ დებატები აქამდე არ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა თავისი ხმა ფოსტით უკვე დააფიქსირა.
მიხარია, რომ რეგენერაციის ეტაპს ვუახლოვდებით, ერთხელ და სამუდამოდ, კლუბი 21-ე საუკუნეზე მორგებული იქნება. კლუბის მოდელი მოძველებულია და ეკონომიკურად არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
წარსულის გამოცდილებას ვერაფერში გამოვიყენებთ, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მომავალზე ვიზრუნოთ. “ბარსელონას” ფონდის საშუალებით სამაგალითო კლუბად უნდა ვიქცეთ.
ლაპორტა:
კლუბი უდიდესი ფინანსური პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნების საბაბი გვაქვს, რადგან სიტუაცია გამოსწორებადია. პანიკა არაფერში გამოგვადგება. ბიუჯეტს ხელახლა გადავხედავთ. ჩვენი ისტორიის მანძილზე ასეთი სიტუაცია არაერთხელ ყოფილა და იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ გვაქვს, მდგომარეობიდან გამოსვლას შევძლებთ. “ბარსელონა” ისევ გაიმარჯვებს.
მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მივცემთ მოტივაციას იმისთვის, რომ წარმატებული პერიოდი დაბრუნდეს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
პანდემიის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება კლუბმა 1-2 წლის განმავლობაში უნდა შეძლოს.
ფრეიშა:
“ბარსელონა” კომპანია არ არის. “ბარსელონა” კლუბია. უნდა შევძლოთ, რომ საკუთარი რესურსები გამოვიყენოთ და ამით კლუბის მართვა შევძლოთ, თანაც ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ.
ეს კლუბი უნიკალურია და მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოს.
ლაპორტა:
ვიქტორ, პროექტის შექმნას რეპუტაცია და საჭირო ხალხთან ურთიერთობა სჭირდება. მე ამ ყველაფრის გამოცდილება მაქვს და გუნდის გადაწყობას პროცესისთვის მთელი სეზონის დათმობის გარეშე მოვახერხებ, ისე, რომ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მუშაობა არ შეფერხდეს.
ფრეიშა:
ჩვენი მოდელი ძალიან მკაფიოა: შემოსავალი უნდა გავზარდოთ და ხელფასები შევამციროთ. ასე მუშაობის გამოცდილება 2010-დან 2015 წლამდე გვაქვს.
ლაპორტა:
ფრეიშა:
ფონტი:
ლაპორტა:
ახლანდელი წევრების ჩართულობა დაბალია. მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, მაგალითად, გუნდის ფორმის არჩევა. ეს ყველაფერი ხმის მიცემის საშუალებით უნდა მოხდეს.
ფონტი:
კითხვებისა და პასუხებისთვის რეგულარული შეხვედრები უნდა გაიმართოს. რეალური სურათი თითოეული წევრისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
[შეკითხვა] უნდა შემცირდეს თუ არა 6-წლიანი მანდატების ხანგრძლივობა?
ფონტი: დიახ.
ლაპორტა: დიახ, 6-დან 4-მდე.
ფრეიშა: დიახ.
ფონტი:
უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ 2009 წელს 6 ტიტული მოვიგე და ახლა, სასწაულებრივად, ამას ისევ გავაკეთებ.
ლაპორტა:
ლაპორტა:
კლუბში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს, ახლა კი ასე არ არის, ქალები მაღალ პოზიციებზე წარმოგდენილნი არ არიან. სხვაობა ხელფასებს შორისაც არის.
ქალთა ფეხბურთის განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვფიქრობ, ამ მხრივ ბოლო დროს კარგი საქმე გაკეთდა, გუნდი კი ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდა. მომავალში უნდა ვეცადოთ, მედიაში გუნდისა და ფეხბურთელების ცნობადობა გაიზარდოს.
ფრეიშა:
თუ ინფრასტრუქტურა და ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ქალთა ჩართულობა ინსტიტუციის სხვა სექტორებშიც უნდა გაიზარდოს.
ფონტი:
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტით ამ კლუბებში დაკავდნენ და “ბარსელონას” ღირებულებებს გაეცნონ.
ამ დაწესებულებებმა კლუბის სოციალურ ცხოვრებაში დიდი როლი უნდა შეასრულონ.
ლაპორტა:
ამასთან ერთად, ღონისძიებებს კლუბის მენეჯერები რეგულარულად უნდა ესწრებოდნენ. მზად ვარ, რამდენადაც ამის საშუალებას გრაფიკი მომცემს, ეს მეც გავაკეთო.
საბოლოო მიმართვა გულშემატკივრებს
ფონტი:
ფრეიშა:
ჩვენ ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატურა ვართ, კლუბის ყოველდღიურობით ვცხოვრობთ და კრიზისულ პირობებში სიტუაციის უნაკლოდ მართვის გამოცდილება გვაქვს.
ლაპორტა:
დებატები მომდევნო კვირის განმავლობაში კიდევ ორჯერ გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს სატელევიზიო ეთერში ჯერ 2 მარტს, შემდეგ კი 5 მარტს შეხვდებიან.
აქ რა არის სადებატო ლაპორტა უნდა ყველას და ეს იცის ყველამ, რაღაზე ხარჯავენ დროს რამდენი დრო მოუცდა ლაპორტას. იმიტომ რომ იმ ვიღაცა ბართოს დატოვებულს პრეზიდენტის სკამი გაუტკბა?
აუ ლაპორტ რა კაცი ხარ
ყველაფერში საუკეთესოა
ფუ რა საზიზღარი სანახავია ადამიანები პირბადეში, როდის მოვიშორებთ ამ "ნამორდნიკს."
ფონტის საუბრებიდან მის პროექტზე აზრი ვერ გამომაქვს.ვიქტორი საუბრობს მხოლოდ შედეგებზე და არა ამ შედეგის დასადებად საჭირო პროცესზე.ამბობს მომდევნო სეზონში პრობლემები აღმოფხვრილი იქნება და ბარსაც დიდების მწვერვალს დაუბრუნდებაო,მაგრამ მწვერვალამდე ასასვლელად მთაზე ცოცვაა საჭირო.მიჩნდება კითხვა როგორ? როგორ აპირებს ფონტი მილიარდიანი ვალის 1 წელიწადში გადახდას,მგონი ადრე თქვა მბაპეს და ჰოლანდის ერთად მოყვანა სავსებით რეალურიაო აქაც იგივე კითხვა მაქვს როგორ? 5მილიონად დეპაი ვერ გვიყიდია და ფეცბურთელებს ხელფასი წესიერად არ აუღიათ მთელი სეზონია.ლაპორტა პირდაპირ ამბობს რომ კრიზისის დაძლევას დრო დასჭირდებაო.ცდილობს გაგვითავისოს რო მძიმე მდგომარეობაშია ბარსა,ფსკერზე ვართ უკვე და რთული იქნება ამ ფსკერიდან თავის დაღწევა.ფონტი კიდე გვისახავს აქ ფუჭ იმედებს და გვაზვევს ილუზიებს თავზე.ზოგადად რაც უფრო დიდია მოლოდინი ზიგჯერ მით უფრო დიდია იმედგაცრუებაც ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ.მომდევნო წელს იმის იმედი მაქვს რომ ბარსა წლევანდელზე უკეთესი გუნდი იქნება.დღეს ბაიერნი და სიტი რასაც აკეთებენ მაგ დონემდე მისაღწევად მინიმუმ 3 წელი დაგვჭირდება ჩვენ.
1 კვირა და მიტოვებულ ფარას გამოუჩნდება მწყემსი, მაგრამ სეტიენი არა. 😃
ტიპმა ისეთუ გაუძრო ფონტს რო მემგონი მონაწილეობის სურვილი დაუკარგა მართლა სულ ჩავის გაიძახის ტიპი
ჩავი ჩავი ჩავი ია მართლა ფონტი. მოიყვანს ჩავის და აქცევს პრეზიდენტად მწვრთნელად სპორტულ დირექტორად. თუ რამე ცუდად წავიდა ხელებსაც იმას შეაწმენდს
მიდი ლაპორტ ა*ვი სათითაოდ!😂
დავიჯერო მართლა რამის იმედი აქვთ თუ უბრალოდ არ უნდათ იმის აღიარება რომ ლაპორტა იმაზე მეტს ხმას აიღებს ვიდრე ისინი ჯამში?
ამ წაკბენის გამო ველოდები ფონტის სახეს ლაპორტას გამარჯვების შემდეგ.7 მარტს რომ გაუფუჭდება ხასიათი დამარცხების შემდეგ ეგ იქნება ლაპორტას პასუხი მის გამოსვლებზე.
ლაპორტ მიდი დედა უნდა უტირო ორივეს
მოკლედ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე უფრო დიდი ამბები მიდის ვატყობ მანდ.
წარსულის გამოცდილებას ვერაფერში გამოვიყენებთო-ლაპორტას წაკბინა იმაზე დდდდდდდდ რა ეშველაბა ამას რა ტყუილად წვალობს.