
“ბარსა ატლეტიკმა” მოახერხა და გავიდა ფლეი–ოფის შემდეგ ეტაპზე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლაში. “პოლი ეხიდოსთან” პირველი თამაში ფრედ, 3:3 დასრულდა, ხოლო კატალონიაში–1:1 და მოწინააღმდეგის სტადიონზე გატანილი გოლების წყალობით კატალონიელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ლუის ენრიკეს შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველ ნახევარში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. მეორე ტაიმის 49–ე წუთზე სორიანომ დააწინაურა მასპინძლები, თუმცა 71–ე წუთზე მთელი კატალონია დაიძაბა, იმიტომ რომ ანტონიტომ გაათანაბრა ანგარიში და დარჩენილი მთელი 20 წუთი “პოლი ეხიდო” კიდე ერთი გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ამაოდ.
გიჟურად დასაწყისიდანვე
ლუის ენრიკეს გუნდს უკვე მეორე წუთისათვის ორი საგოლე მომენტი ჰქონდა. პირველი, როდესაც სორიანომ დაარტყა და მეკარემ ივაჟკაცა, ხოლო მეორე–გომესის დარტყმა, რომელიც მოწინააღმდეგეთა კარს ზევიდან გადასცდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ძალიან ხელაყრელი შანსი ჰქონდათ სტუმრებს: ადრიანი დარჩა ერთი–ერთზე მეკარე ოიერთან, თუმცა არაზუსტი დარტყმის შემდეგ ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები.
ნოლიტოს დარტყმული ძელს მოხვდა
31–ე წუთზე “ბლაუგრანას” თავდამსხმელმა ნოლიტომ ძალიან კარგად ითამაშა თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ნოლიტო მთელი თამაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ის, რომ “ბარსა ატლეტიკი” აგრძელებს ფლეი–ოფში ასპარეზობას, მისი დამსახურებაცაა.
საშიშროება შესვენების შემდეგ
მსაჯმა ფეხბურთელებს უფლება მისცა დაეწყოთ მეორე ნახევარი. “პოლი ეხიდოს” ფეხბურთელებმა ძალიან კარგად და აქტიურად დაიწყეს თამაში, ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა “ბლაუგრანას” მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი.
სულიერი დამშვიდება სორიანოს გოლის შემდეგ
შიშის ჭამის შემდეგ ფორტუნა “ბარსასკენ” შემობრუნდა. იმის შემდეგ რაც არბილამ ხელით ითამაშა საჯარიმოში, მსაჯმა იგი გააძევა და დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. სორიანომ ძალიან კარგად შეასრულა ეს პენალტი და დააწინაურა თავისი კლუბი. “პოლი ეხიდოს” სჭირდებოდა ორი გოლი, რათა გასულიყო შემდეგ ეტაპზე, თუმცა ამის შანსი ძალიან ცოტა იყო იმიტომ, რომ ისინი მოედანზე 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი.
ბოლო წუთების ყურება სუსტი გულის მქონე ადამიანთათვის არ შეიძლება
კატალონიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის აღნიშვნა 49–ე წუთიდან დაიწყეს (სორიანომ 49–ე წუთზე გახსნა ანგარიში). 71–ე წუთზე ანტონიტომ მთელი მოედანი გააჩუმა. 1:1 და დარჩენილი 19 წუთი “ბლაუგრანამ” გაუძლო ანდალუსიელების შეტევებს და გაიკვალა გზა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონამდე.
“ბარსა ატლეტიკმა” სულ სამი რაუნდი უნდა განვლოს სეგუნდამდე. ამ სამიდან ერთი უკვე გადალახულია, ვნახოთ რა იქნება შემდეგ…
სასტარტო თერთმეტი
ოიერ ოლასაბალი
კარლეს პლანასი
სერხი გომესი
მარკ ბარტრა
ილიე სანჩესი
ხოსე რუედა
ვიქტორ ვასკესი
სერხი რობერტო
ნოლიტო
ბენხა მარტინესი
ჯონათან სორიანო
გოლები
1:0, ჯონათან სორიანო (49′)
1:1, ანტონიტო (71′)
ტრავმირებული
ჟაუმე სობრეგრაუ
მარკ მუნიესა
ანდრეუ ფონტასი
ჯონათან დოს სანტოსი