ლიონელ მესიმ “სევილიასთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, Whoscored.com-ისაგან მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან უმაღლესი შეფასება მიიღო და RAC1-ის ვერსიით, საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ლეომ ლა ლიგის ზედიზედ მე-8 მატჩში გაიტანა გოლი და ბომბარდირთა დავაშიც ლუის სუარესს უკვე 3 ბურთით გაასწრო.
მისი დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ნათამაშები წუთები – 90′
- გოლი – 1
- ასისტი – 1
- კარში დარტყმები – 3
- წარმატებული დრიბლინგი – 5/11
- ბურთთან შეხება – 91
- ზუსტი პასები – 56/62 (90%)
- საკვანძო გადაცემები – 1
- გრძელი პასები – 2/4
- სახმელეთო დუელები – 11/21
- დაჯარიმდნენ (მის წინააღმდეგ) – 4
მესის პასების გრაფიკული გამოსახულება:![]()




მეორეთ რო დაჯარიმდა და მთელი სევილია რო მსაჯს ეტაკა, განსაკუთრებით ლოპეტეგი (ამაზე ყვითელიც მიიღო) კომენტატორმა ისიც თქვა ლოპეტეგის რა ეგონა ასე მიყოლებით მოუგებდა ბარსას რამდენიმე მატჩსო, საქმე საქმეზე თუ წავიდა ის პირველი კიდევ საკითხავია იყო თუ არა ყვითელიო და მესიზე რამდენჯერ დაარღვიეს ძალიან უხეშად ისენი დაითვალოსო.
როგორ მინდა წელს ბუციც მოიგოს, თუმცა იქით ლევანდოვსკია ბუნდესლიგაში სადაც გოლის გატანა შედარებით მარტივია. ყოველ შემთხვევაში ლა ლიგასთან შედარებით ნებისმიერ ჩემპიონატში მარტივდება უკვე გოლების გატანა. სამწუხაროდ ძალიან იკეტება ესპანეთი და გოლების,( არა მარტო გოლების) ოდენობაც მეტყველებს ამაზე
აბა ვინ უნდა დასახელებულიყო გოლი და ასისტი გააკეთა
სერიაც გააგრძელა გოლებიც.მიდი რა ლეო იქნება და ოქროს ბუცზე გაიწიო
საუკეთესო უკვე მერამდენედ.