პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ტონი ფრეიშას, საარჩევნო გუნდმა ბანერად ფრაზა დაბეჭდა, სადაც ლა ლიგის მსაჯების მიკერძოებული დამოკიდებულება იყო გამოხატული.
“VAR-ენტინოს ლა ლიგის გაკონტროლების უფლებას არ მივცემთ.”
ფრეიშას მეორე ბანერიც ჰქონდა გამოფენილი, სადაც ჟოან ლაპორტას დასცინოდა. ჟოანმა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
“როგორც ჩანს, ვიღაც დებატების ნაცვლად, Luz de Glas-შია (ღამის კლუბი ბარსელონაში).”
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტონი ფრეიშამ ჟოან ლაპორტას საჯაროდ შეუტია. მან ცოტა ხნის წინ ის პრეზიდენტობის პერიოდში “ბარსელონას” მიერ ვალების აღებაში დაადანაშაულა.
ფრეიშამ ყურადღება ასევე იმაზე გაამახვილა, რომ “ბარსასთვის” მბაპესა და ჰოლანდის შეძენა სრულიად შესაძლებელია.




ორთქლი ამოუშვა.
შეიცვალა სიტუაცია ბარსაში, თუ ეს ისე ერთობა.
რა უნდა ამას რას იწელება
ეს ვაფშე ვისთანაა???
ეს რო პრეზიდენტად მოვიდეს შეიძლება თავი დავანებო ფეხბურთის ყურებას საერთოდ 😆
ამას ჭკუაში აკლია😂
ეს ნეტა ქართული ვარიანტია თუ მართლა ენთუზმიათით არი🤔
ვაი ბიძია