“ბარსელონა” დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა წინა სეზონის დასაწყისში ჟუნიორ ფირპო დაიმატა, ჟორდი ალბას მისი სახით რეალური კონკურენტი არ შეძენია და კატალონიელები ახალ ტრანსფერზე ფიქრობენ.
L’Equipe-ის ინფორმაციით, “ბარსას” სამიზნე ხუან ბერნატია. 27 წლის ესპანელ ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, “ბლაუგრანას” კი მისი კანდიდატურა კლუბში არსებული არც ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო იზიდავს.
ბერნატი პსჟ-ს რიგებში 2018 წლიდან გამოდის, თუმცა წელს შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ის “ვალენსიას” აღზრდილია, პარიზულ კლუბში გადასვლამდე კი 4 წლის განმავლობაში “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.
კიდევ ერთხელ მწვრთნელებზე, კუმანს ერთ ვაგონი მოადგილეები ყავს რას აკეთებენ ნეტავ. თუ სათადარიგოზე ყავდათ კაცი ესე იგი არ ვარგა, თუ სხვა ვარიანტებიც არის? იქ წასვლა თუ ეზარებათ ტელევიზორში მაინც უყურონ.