ჟერარ პიკე მის საკუთრებაში მყოფ გუნდში, “ანდორაში” ყოფილი “ბარსელონელების” მიწვევას განაგრძობს.
მთავარ მწვრთნელად ედერ სარაბიას დანიშვნის შემდეგ, პიკეს გუნდს “ბარსელონას” ყოფილი ექიმი რიკარდ პრუნა შეუერთდა. ანდორულმა კლუბმა ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
რას ნიშნავს პრუნას “ანდორაში” დასაქმება “ბარსელონასთვის”? ექიმი, რომელიც “ბლაუგრანაში” 25 წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიქტორ ფონტის გუნდში შედიოდა და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, “ბარსაში” დაბრუნებას გეგმავდა. როგორც ჩანს, პრუნამ მიიჩნია, რომ ფონტს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და კარიერის სხვა მიმართულებით გაგრძელება გადაწყვიტა.
ანუ პიკეს ბარსადან რო გაუშვან აქვს ადგილი დაბევებული არა? ისე ბარსას პრეზიდენტი თუ ვერ გახდება ანდორაში ნაღდად ვერ ეტყვიან უარს.
როდის მოვა ეს არჩევნები და როდის გაიწმინდება ბალასტისგან მთლიანად კლუბი. ბართოს მოყვანილი დარაჯიც კი არ უნდა დატოვოს მანდ.
კარგი გათვლა კი გააკეთა, ფონტის ხელში, ვერ მოვიდა გუნდში, პიკე კი აუცილებლად მოვა და მოიყვანს 😆 ეს იდეა ძალიან მომეონს პიკეს მხრიდან, პრეზიდენტობისთვის კარგად ემზადება, პატარა ბარსადან იწყებს მზადებას ფაქტობრივად
მოუტვინია და წასულა. საქმე ისე მიდის უკვე რომ არ გამოვრიცხავ მალე ანდორამ ამოყოს თავი ლა ლიგაში.
სულელის გარდა ყველა ხვდება ვინც გაიმარჯვებს არჩევნებში💜❤