workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კადისთან” შეხვედრაში მსაჯის ვინაობა ცნობილია

“კადისთან” შეხვედრაში მსაჯის ვინაობა ცნობილია

ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრას “ბარსელონა” საკუთარ კედლებში “კადისთან” გამართავს. 

კვირას გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი უკვე ცნობილია. 

მარტინეს მუნუერა საკმაოდ ხმაურიანი ელ კლასიკოს მსაჯობის შემდეგ კატალონიაში დაბრუნდება. მას “ბარსას” 22 შეხვედრაში უმსაჯია. აქედან 15 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა, 3-ში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 4 შეხვედრაში კი “ბლაუგრანა” დამარცხდა. 

“ბარსელონას” სასარგებლოდ მუნუერას 5 პენალტი აქვს დანიშნული და ამასთანავე არც ერთი კატალონიელი ფეხბურთელი არ ჰყავს მოედნიდან გაძევებული. საპირისპიროდ კი მეტოქე გუნდის 3 ფეხბურთელისთვის აქვს ნაჩვენები წითელი ბარათი და 2 პენალტი დანიშნული.

VAR-ის ოთახში გონსალეს გონსალესი იმუშავებს.

შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 14:07

    ჩავთვალოთ რომ უკვე ერთი პლიუსი გვაქვს. გოლების გატანაღა დაგვრჩა და იმედია მოაბამენ თავს, ეს უბედური უკვე აუტსაიდერებშია, პირველ წრეში რო მოგვიგო უეფას ლიგის ექვსეულში იყო.

  • me da barca
    schedule 19 თებ 2021, 11:01

    წითელი არ უჩვენებია თურმე, რა კეთილი ყოფილა. უბრალოდ ბარსას ფეხბურთელები არ გამოირჩევიან იმ დოზის უხეშობით, რომ წითელი არ უნდა მისცე, თუ მატეუ ლაოსი არ ხარ.

  • BEQA BARCA
    schedule 19 თებ 2021, 08:17

    ეს გონსალესი მაინც ვერ მოვიშორეთ😠😠

  • C.PC5
    schedule 19 თებ 2021, 02:39

    ისე ლიგაზე რას გავდა კუიპერსის საქციელი?! იმენა ჭიდაობა გამართეს პესეჟეს ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში და ერთი ბარათი ძლივს გაიმეტა🤬. იმედია ესეც კრივის სანახავად არ იძუნძულებს მოედანზე.

  • გოგიბერიძე
    schedule 19 თებ 2021, 01:03

    დიდი ანგარიშებით უნდა მოვიგოთ ყველა თამაში. ხასიათი მაინც გვქონდეს