მსოფლიოში ცნობილი საყოფაცხოვრებრო ტექნიკის მწარმოებელი თურქული ბრენდი beko კატალონიის “ბარსელონასთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა მაისურის მარცხენა მკლავზე წარწერა გაქრება, იტყობინება Footy Headlines.
როგორც ცნობილია ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, beko-ს ლოგოს მხოლოდ “ბარსელონას” 2021/2022 სეზონის სავარჯიშო ფორმებზე ვიხილავთ. ახალი “ბლაუგრანა” სპონსორისგან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონს მიიღებს.
თურქული კომპანია კლუბთან 2014 წლიდან თანამშრომლობს, პირველი კონტრაქტი, რომელიც ყოველ სეზონში 8 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებდა, 2018 წელს გაორმაგდა, როდესაც კომპანია კლუბის ვარჯიშის სპონსორიც გახდა.
თურქებსაც დაარტყა კოვიდით გამოწვეულმა კრიზისმა….
საქმეც იმაშია რომ ვერ იხდიან, თორემ ლოგო ვის უშლიდა.
ბიზნესიც ტრ***ია და ვერ იხდის.
ფუ რა უბედურებაა, გაკოტრდა გუნდი და ეგაა. ახლა ესენიც აღარ უხდიან მერე ძირითადი პარტნიორიც არ გადაიხდის და ვსო😞
მაგათაც გაუჭირდათ ამ კორონა ვირუსის პერიოდში ეგრე კი არაა
ქონდეს მკლავზე ეგ ლოგო და 20 მილიონი აიღონ საჭიროა ეგეც!!😁