“ბარსელონასა” და პსჟ-ის ხვალინდელი დღის განრიგი

“ბარსელონასა” და პსჟ-ის ხვალინდელი დღის განრიგი

“ბარსელონამ” და “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სამშაბათს გასამართ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე თავიანთი სამოქმედო გეგმა შეადგინეს.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, ხვალ რონალდ კუმანის გუნდი თბილისის დროით 14:00 საათზე ივარჯიშებს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე ნიდერლანდელი სპეციალისტი და ჟორდი ალბა პრესკონფერენციას გამართავენ.

რაც შეეხება განაცხადს, ივარაუდება, რომ იგი სამშაბათს დილით გასამართი ვარჯიშის დასრულებამდე ცნობილი არ გახდება. სწორედ განაცხადის დასახელების შემდეგ გაირკვევა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ჟერარ პიკე და რონალდ არაუხო პსჟ-სთან მატჩში.

“პარი სენ-ჟერმენი” ბარსელონას აეროპორტში 15 საათსა და 35 წუთზე ჩაფრინდება, რის შემდეგაც ფეხბურთელები სასტუმროში გადაინაცვლებენ. 20 საათსა და 15 წუთზე პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო და ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი პრესკონფერენციას გამართავენ, 21:00 საათზე კი ფრანგები “კამპ ნოუზე” ივარჯიშებენ.

ხვალინდელი დღის განრიგი თბილისის დროით

ბარსელონა

14:00 – ვარჯიში;

16:00 – რონალდ კუმანისა და ჟორდი ალბას პრესკონფერენცია.

პარი სენ-ჟერმენი

15:35 – ჩაფრენა ბარსელონაში და დაბინავება სასტუმროში;

20:15 – მაურისიო პოჩეტინოსა და ლეანდრო პარედესის პრესკონფერენცია;

21:00 – ვარჯიში “კამპ ნოუზე”.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • nikusha
    15 თებ 2021, 11:30

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: nikusha
    სილქ უნივერსალზეა თამაში? ვერ ვნახე პროგრამაში და თქვენ ხომ აარ იცით რაიმე შემთხვევით?
    წესით და კანონით უნდა იყო მაგრამ ამათ ვერ გავუგე შინაარსი რომელ წესზე უნდა ვისაუბრო სადაც სილქია.
    რამე ინფო გაქვთ თქვენ?


    კი იქნება


    მადლობა , გაიხარე

  • Bobi
    15 თებ 2021, 01:16

    თამაშამდე თუ მივაღწიე უკვე კარგი იქნება ჩემთვის 😁 ბაგა-ბუგი გაუდის გულს 💙❤️

  • nika 54
    15 თებ 2021, 00:23

    ციტატა: me da barca
    ხშირად, როცა ვთქვი, რომ ბარსა ვერ მოიგებსთქო, პირიქით მოხდა და უნდა დავიწყო ბარსას გინება, ან პსჟ-ს Х2 უნდა დავწერო.


    ხო მაგას ჰქვია ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, ეტყობა ბარსას ღმერთს არ მოსწონს ჯერ ჰოპლა და მერე გადახტომა.

  • nikusha
    15 თებ 2021, 00:22

    სილქ უნივერსალზეა თამაში? ვერ ვნახე პროგრამაში და თქვენ ხომ აარ იცით რაიმე შემთხვევით?
    წესით და კანონით უნდა იყო მაგრამ ამათ ვერ გავუგე შინაარსი რომელ წესზე უნდა ვისაუბრო სადაც სილქია.
    რამე ინფო გაქვთ თქვენ?

  • Bakero
    15 თებ 2021, 00:18

    დაცვა სერიოზული პრობლემაა ! რაც არ უნდა უპირატესობა გვქონდეს ამ დაცვით შედეგს ვერ დავდებთ worried

  • nika 54
    15 თებ 2021, 00:17

    ბარსამ თუ ითამაშა ტემპში აუცილებლად ექნება უპირატესობა. საქმე ისაა რამდენად მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე, დიდი მნიშვნელობა ექნება ყველა წვრილმანს. მახსოვს იუვესთან ლეო 10 ჯერ დაარტყა კარში და არაფერი, გუშინ ალავესთან 3-4 დარტყმა და ორი გოლი. ამას ბედი ჰქვია. ისე რომ ყველაფერს მოედანზე თავდადება გადაწყვეტს.

  • me da barca
    15 თებ 2021, 00:15

    ხშირად, როცა ვთქვი, რომ ბარსა ვერ მოიგებსთქო, პირიქით მოხდა და უნდა დავიწყო ბარსას გინება, ან პსჟ-ს Х2 უნდა დავწერო.

  • nikusha
    15 თებ 2021, 00:11

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო/მინგესა-ლენგლე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დემბელე-მესი-გრიზმანი

    ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ პსჟ-სთან

  • გოგიბერიძე
    15 თებ 2021, 00:00

    1 დღე დარჩა პსჯ-სთან თამაშამდე. მოუთმენლად ველი 16 რიცხვს

  • lukaaa
    14 თებ 2021, 23:45

    უნდა ვაბურთავოთ ბაყაყი ჭამიები

  • BEQA BARCA
    14 თებ 2021, 23:38

    ნერვიულობა პიკს აღწევს😈😈