ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და კატალონიის “ბასელონას” ნახევარმცველის მამამ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მაზინიომ, განაცხადა, რომ მისი შვილით დაინტერესებულნი იყვნენ “მერენგებთა” მესვეურები. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
მაზინიომ მაინც არ მოისურვა ყველაფრის გამხელა და მცირე დეტალები საიდუმლოდ შეინახა.
“ერთი რამ შემიძლია ნამდვილად გითხრათ, მადრიდის “რეალი” დაინტერესებული იყო ჩემი შვილის შეძენით, მაგრამ რამდენიმე დეტალის თქვენთვის თქმა უბრალოდ არ შემიძლია. რაც შეეხება “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩვენ სამშაბათს დაგვირეკეს და გაგვაცნეს კონტრაქტის პირობები, რომელიც უკვე გამზადებული იყო. ძალიან სწრაფად მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე და ტიაგო ახლა “ბარსას” საკუთრებაა”. დაასრულა მაზინიომ.

