კევინ-პრინც ბოატენგის “ბარსელონაში” ტრანსფერი დიდ ფეხბურთში აქამდე არნახულ გარემოებას ქმნის. კატალონიური გრანდის ახალწვეულის ძმა, ჟერომი “ბაიერნის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, სადაც მან ბუნდესლიგა (6-ჯერ) და საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის პრიზი მოიგო (2015-16).
კევინის მსგავსად მიუნხენის “ბაიერნში” მოასპარეზე ძმა რაფინია ალკანტარასაც ჰყავს, ტიაგო. ევროპული ფეხბურთის ტიტანთა რიგებში გადანაწილებული ოჯახის წევრები – “ბარსელონას” ოფიციალური საიტი დარწმუნებულია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა. ბოატენგებს გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში უთამაშიათ, პროფესიონალურ დონეზე კი მათი გზები გაიყო – პრინცმა განას მიაშურა, ხოლო ჟერომს ადგილსამყოფელი არ გამოუცვლია.
ბუნდესნაკრების შემადგენლობაში ჟერომმა 76 შეხვედრა ჩაატარა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. კევინმა კი განასთან ერთად ზედიზედ ორ მუნდიალში მიიღო მონაწილეობა (2010; 2014).
მსგავს ვითარებას ვხედავთ ალკანტარათა შემთხვევაშიც. მათ ერთად გამოიარეს “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები, თუმცა ტიაგომ “ფურია როხას” მიაშურა, რაფინიამ კი – “სელესაოს”.
ეფექტისთვის გეტყვით იმასაც, რომ კევინ-პრინცსა და რაფინიას მსოფლიოს ჩემპიონი ნათესავები ჰყავთ. ჰელმუთ რანი, რომელმაც 1954 წლის მუნდიალის ფინალში გერმანიისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ბოატენგის ბაბუაა, ხოლო ალკანტარას მამა, მაზინიო, 1994 წელს გაჩემპიონებული ბრაზილიის ნაკრების წევრი იყო.
25-ად როგორც მახსოვს
სწორედ გახსოვს, პეპე ახალი წასული იყო და ბარსას ყველა სისუსტე იცოდა და ისიც რო ტიაგოს ტრანსფერი ჯერ არ ქონდა განახლებული უფრო დიდ ფასშიან გამოსასყიდად.
პატენტები ჩვენ შეგვხვდა :დდდდდდ
პირიქით ჯობდა ყოფილიყო 😀 მარა რას ვიზამთ. 17 მილიონად მიცეს ტიაგო ამ კიტრებმა. მიცეს რა გამოისყიდეს, პეპმა გვიჩალიჩა მარა ამათ რო თავი არ დაიცვეს ეგაა სამარცხვინო
რაღაც არსებობს

სამწუხაროდ ჩვენ ორივე შემთხვევაში უარესი შეგვხვდა