“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის მიღწევის გაუმჯობესებასთან ძალიან ახლოსაა.
თუ მესი ხვალ “ალავესის” წინააღმდეგ მოედანზე გავა, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული მატჩების რაოდენობით ჩავის რეკორდს (505 შეხვედრა) დაამხობს.
33 წლის არგენტინელი ჩავის მაჩვენებელს მალე ყველა ტურნირზეც გააუმჯობესებს. ამჟამად მესის ანგარიშზე “ბარსას” მაისურით ჩატარებული 758 შეხვედრაა, რეკორდი კი 767-ია.
ხუთეულში ანდრეს ინიესტა (674), სერხიო ბუსკეტსი (608) და კარლეს პუიოლიც (593) შედიან.




ნუ რეკორდი აღარ დარჩა ამას ბარსაში.
Konrad de la Fuente,

ბავარია ძალიან ძლიერია, დაუმსახურებლად არაფერი მოუგია
და ასეთის სასტიკად დამარცხება და გაფარჩაკება კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იქნება
რავარი გასაფარჩაკებელია, ესა თქვი კაცმა
ამასაც კი დაამხობს მესი, მაგრამ ბარსას რა ეშველება ეგაა მთავარი.
გადავხედე კომებს და ფლიკის ბავარიაზე ბევრი დამცინავი კომენტარი წავიკითხე. ჩემი აზრით მეტი პატივისცემა გვმართებს, ნუ დავემსგავსებით რეალის ფანებს. ფლიკის ბაიერნმა რაც მოიგო ყველაფერი ჩესნად და დამსახურებულად. შეიძლება 2009 წლის ბარსა სჯობდა რათქმაუნდა, მარა ზედმეტია გაანადგურებდა და ასე. ამ ბავარიას აქვს ისეთი სულისკვეთება რაც იშვიათ გუნდს თუ ჰქონია. ზიდანის რეალი რო დებდა ლიგებს მსაჯებით ეგ ტეხავდა ზუსტად.