workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩი მეშვიდე ტიტულისთვის – გვარდიოლამ ფლიკი “გამოიწვია”

მატჩი მეშვიდე ტიტულისთვის – გვარდიოლამ ფლიკი “გამოიწვია”

“ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიუნხენურ კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება მიულოცა.

ვიდეომიმართვაში პეპმა ხუმრობით აღნიშნა, რომ პირველი გუნდი, რომელმაც წელიწადში 6 ტიტულის მოგება შეძლო, მისი “ბარსელონა” იყო, საუკეთესოს გამოსავლენად კი ჰანსი ფლიკი ფინალურ დაპირისპირებაში გამოიწვია.

ვულოცავ “ბაიერნს” და, განსაკუთრებით, ჰანსი ფლიკს მე-6 ტიტულის მოგებას, თუმცა “ბარსამ” ეს პირველმა გააკეთა. იქნებ, ერთ დღეს მესისა და სხვებს დავურეკო და “მეშვიდე ტიტულისთვის” ვითამაშოთ. გვითხარით დრო და ადგილი და ჩვენ მოვალთ.

– ამბობს პეპი.

გვარდიოლას, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” თავკაცის რანგში, 21 ტიტული აქვს მოპოვებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • სპარტაკი
    schedule 13 თებ 2021, 03:11
    #13

    არა ისე მამენტ გავიხსენე ძველი ბარსა და შანსი არ ექნებოდა ბაიერნს .. დაჟე ლუჩოს სასტავი უფრო მკვლელი იყო .. ის სამკუთხედების ხატვა დიაგონალები მოკლედ იყო რა ბარსა იმედი მაქვს ლამაზ ფეხბურთს ისევ ითამაშებს ბარსელონა .. 2 წელი უნდა ზუსტად და ეს ახალგაზრდობა თუ შევინარჩუნეთ თავის ისტორიას დაწერენ.. მოწყურებულები თამაშობენ ..

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 17:27
    #12

    ამ ლაი ლაის გერჩიოს ბარსაში დაბრუნდე და გუნდი ფეხზე დააყენო. წარსული ჩაბარდა ისტორიას.

  • nika 54
    schedule 12 თებ 2021, 15:31
    #11

    ამას რა უნდა, ვაბშე დააჩმოროს ბარსა ბაიერნთან. თუ იმ გუნდს აღადგენს 6 ტიტულს რო იგებდა წელიწადში.

  • Aron ralston
    schedule 12 თებ 2021, 14:48
    #10

    ციტატა: FC Bayern Munich
    წავა ეხლა 10 წლის ბავშვების დაბოღმილი კომენტარი, რომლებსაც არც უნახავთ პეპის ბარსა, ორივე უძლიერესი გუნდია, მე პირადად ბაიერნის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ის გუნდი ჯერ ბევრად წინაა, იმათ მხოლოდ ის ერთი სეზონი არ ქონდათ მაგარი, ორჯელ ლიგა მოიგეს, ამ ბაიერნს ჯერ კიდევ აქ რაღაცეები დასამტკიცებელი, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ლიგა მინიმუმ და შეიძლება შედარება. კონკრეტულად თითო სეზონიდ ორივემ ჰაი კლასი აჩვენა. ასე რომ სანამ რამეს დაწერთ გაიხსენედ შარშანდელი ბაიერნი 12/12 მოგება ლიგაზე, 44-7 ზე ბურთების ბალანსი. 7-1 ჩელსი, 8-2 ბარსა, 10-3 ტოტენჰემი. მოკლედ დაიმსახურა ამ კლუბმა პატივისცემა 👏


    იმ ბარსელონას ეს ბაირნეი ვერასოდეს შეედრება

  • პატარა პრინცი
    schedule 12 თებ 2021, 13:45
    #9

    ორი განსხვავებული ფილოსოფიის მატარებელი გუნდია. დასამტკიცებელი არაფერია. პეპის ბარსა თავისებირად ლამაზ Ფეღბურთს თამაშობდა. ეს იყო თამაშზე მეტი, Ხელოვნებამდე აყვანილი და წარმოუდგენლად თავბრუდამხვევი, რომელმაც ბევრ გულშემატკივარში ფეღბურთში ხელოვნება დაინახა. და ლამაზი ასოებითაც ჩაიწერა Ისტორიაში. ბარსამ მაქსიმალიზმი დაამკვიდრა, შეცვალა ფეღბურთი. ამიტომ შემიყვარდა ეს გუნდი.
    მომწონს ბაიერნის შემტევი სტილი. მომწონს მათი მაქსიმალიზმიც. დღევანდელ ფეღბურთში ვიღაცას აუცილებლად უნდა გაემეორებინა ბარსას მიღწევები. და კიდევ გაიმეორებენ ალბათ. სხვანაირად აზრი დაეკარგებოდა თამაშის ყურებას. კონკურენციაში იბადება რაღაც ახალი და ლამაზი. ამიტომაა, რომ ვუყურებ ამ სპორტის სახეობას.

  • Dat-
    schedule 12 თებ 2021, 12:49
    #8

    ისე რა არის ეს ტრაბახი.. გვარდიოლას 6 ტიტული ისე ჩანდა თითქოს ამას საუკუნე დასჭირდებოდა რო ვინმეს იგივე გაემეორა.. აი 10 წელზე ოდნავ მეტი გავიდა და უცებ ვიღაც ფრუგეგეხოლენა თუ შპილეზაფრუდამ გაუკეთა გიტლერ კაპუტა ))) რას ვიზამთ თურმე შესაძლებელი ყოფილა..

  • ana anukii
    schedule 12 თებ 2021, 12:12
    #7

    გვარდი ნეტა მართლა დაბრუნდებოდე… ლაპორტა თუ მოვიდა რავიცით იქნებ დაბრუნდეს კიდეც

  • M10 S9 D11
    schedule 12 თებ 2021, 11:47
    #6

    ერთხელ კიდევ ვიხილავდი გვარდის ბარსას კამანდას საქმეში ❤️❤️❤️

  • C.PC5
    schedule 12 თებ 2021, 11:46
    #5

    მესის ნუ ეპოტინები შენ! ისედაც კაი გუნდი გყავს და მაგით დაკმაყოფილდი!

  • FC Bayern Munich
    schedule 12 თებ 2021, 11:45
    #4

    წავა ეხლა 10 წლის ბავშვების დაბოღმილი კომენტარი, რომლებსაც არც უნახავთ პეპის ბარსა, ორივე უძლიერესი გუნდია, მე პირადად ბაიერნის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ის გუნდი ჯერ ბევრად წინაა, იმათ მხოლოდ ის ერთი სეზონი არ ქონდათ მაგარი, ორჯელ ლიგა მოიგეს, ამ ბაიერნს ჯერ კიდევ აქ რაღაცეები დასამტკიცებელი, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ლიგა მინიმუმ და შეიძლება შედარება. კონკრეტულად თითო სეზონიდ ორივემ ჰაი კლასი აჩვენა. ასე რომ სანამ რამეს დაწერთ გაიხსენედ შარშანდელი ბაიერნი 12/12 მოგება ლიგაზე, 44-7 ზე ბურთების ბალანსი. 7-1 ჩელსი, 8-2 ბარსა, 10-3 ტოტენჰემი. მოკლედ დაიმსახურა ამ კლუბმა პატივისცემა 👏

  • Barca_MNS
    schedule 12 თებ 2021, 11:43
    #3

    ბებრებით მოგიგებდიო😂🤣

  • Ansu Fati 22
    schedule 12 თებ 2021, 11:31
    #2

    ისევ იმ ასაკში რო იყვნენ 2009 წლის სასტავის მოთამაშეები გადაუვლიდნენ ამათ

  • Don_Andresito
    schedule 12 თებ 2021, 11:30
    #1

    მესის არ დაურეკო რას ეტყვი ჩორტ იო ზნაეტ. მესი ეტოო ანრი ჩავი ინი პუი უფ უფ რას უზამდნენ ამ საცოდავებს.