workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება – კიდევ 5 თამაში თებერვალში

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება – კიდევ 5 თამაში თებერვალში

“ბარსელონას” თებერვალში კვლავ გადატვირთული კალენდარი აქვს, რასაც მიმდინარე სეზონში უკვე მივეჩვიეთ. კატალონიურ გუნდს მიმდინარე თვეში კიდევ 5 მატჩის გამართვა მოუწევს.

“ბლაუგრანამ” ამ თვეში უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა სამივე სტუმრად – “გრანადასთან”, “ბეტისთან” და “სევილიასთან”. “ბარსამ” პირველი 2 თამაში მოიგო, მე-3 კი – წააგო.

მიმდინარე თვეში ბრუნდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა, რომლის 1/8-ფინალის პირველ მატჩში კატალონიელები “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ლა ლიგაში კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებენ.

“ბარსას” მომდევნო 5 თამაშის განრიგი:

  • ბარსელონა-ალავესი – 13 თებერვალი, ლა ლიგა
  • ბარსელონა-პსჟ – 16 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა
  • ბარსელონა-კადისი – 21 თებერვალი, ლა ლიგა
  • ბარსელონა-ელჩე – 24 თებერვალი, ლა ლიგა
  • სევილია-ბარსელონა – 27 თებერვალი, ლა ლიგა

“ბარსელონას” სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 11 თებ 2021, 18:45
    #6

    ისე მივეჩვიე სულ გასვლებს, გამიკვირდა ამდენი თამაში რო გვაქვს სახლში, თუ ეხლა სახლში თამაშს არ გადავეჩვიეთ.

  • me da barca
    schedule 11 თებ 2021, 17:20
    #5

    ლაპორტა მოვიდეს, კუმანი წავიდეს.
    კუმანი არაა ის კაცი ვინც ბარსას დიდებას დაუბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არ ყავს.
    ვინც ყავს იმასაც ვერ იყენებს, შეცვლას ნორმალურად ეს არ აკეთებს. დაღლილები არ ჩანდნენო. მარტო მაგ შეწმთხვევაში აკეთებენ შეცვლას? 5 ცვლილების უფლება გაქვს და 2 იყენებ, ისიც 85-ე და 90-ე წუთებზე. სადაც იმუშავა ამის აყვავებული გუნდი მე არ მახსოვს. ოცნება აიხდინა, 1 წელი იმუშავა და ზაფხულში წავიდეს, სანამ ბოლომდე გაბანძდება.
    ეს ჩემი აზრია.

  • BlauGrana_DS
    schedule 11 თებ 2021, 16:14
    #4

    უმტიტი არ დამანახოთ სადმე ნორმალურ თამაშში!

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 11 თებ 2021, 13:04
    #3

    GRIEZMAN✓™,
    თუ მოიგებენ ისეთი თამაშით რაც გუშინ აჩვენეს თორემ ყველას გვინდა რომ მოიგონ.

  • M10 S9 D11
    schedule 11 თებ 2021, 13:02
    #2

    სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს წაგება და მალე მოვიდეთ გონზე

  • GRIEZMAN✓™
    schedule 11 თებ 2021, 12:31
    #1

    ყველა მოსაგებია უკლებლივ