workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე ანხელით “რომაც” დაინტერესდა

ხოსე ანხელით “რომაც” დაინტერესდა

 

იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport”–ის ცნობით, რომაული “რომა” ხიხონის “სპორტინგის” მარცხენა მცველით, ხოსე ანხელითაა დაინტერესებული…

 

მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონას” მესვეურები გუნდის გაძლიერებას მარცხენა მცველით გეგმავენ. მათ მიზანში ახალგაზრდა ასტურიელი ხოსე ანხელი ყავთ ამოღებული. იტალიური პრესის ცნობით კი ანხელის მიზანში ამოღება ლუის ენრიკეს “რომას” ხელმძღვანელებმაც განიზრახეს. როგორც იტყობინებიან, “რომას” სპორტული დირექტორის, უოლტერ საბატინის წინადადება ხიხონელთათვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. თავად ფეხბურთელი კი იტალიურ გაზეთთან საუბრისას აცხადებს: “რომა იტალიის ჩემპიონატისავით დიდებულია. ლუის ენრიკეს მე ვიცნობ და მას დიდ პატივსაც ვცემ.”


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward