workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მთელი ყურადღება კოპა ამერიკისკენ

მთელი ყურადღება კოპა ამერიკისკენ

მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის პირველ ივლისს სტარტს აიღებს კოპა ამერიკის ტურინირი და 24 ივლისამდე გასტანს. მასპინძელი ქვეყანა კი 2011 წელს არის არგენტინა. ტურინირში 5 “ბლაუგრანას” ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო და გაბრიელ მილიტო დაიცავენ არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას, ხოლო დანიელ ალვესი და ადრიანო კორეია ბრაზილიისას.

 

არგენტინის ნაკრები მოხვდა A ჯგუფში და ისინი იასპარეზებენ ბოლივიის, კოლუმბიისაა და კოსტა–რიკის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. მათი თამაშები გაიმართება გათენებისას (თბილისის დროით). “პენტაკამპეონეების” ჯგუფში მოხვდნენ ვენესუელა, პარაგვაი და ეკვადორი. “ფეხბურთის ჯადოქრები” პირველ მატჩს 3 ივლისს გამართავენ, ხოლო “ალბისელესტე” 2 ივლისს იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კოპა ამერიკა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო (2004, 2007).

 

არგენტინის ცხრილი

 

არგენტინა  –  ბოლივია. შაბათი, 2 ივლისი

არგენტინა  –  კოლუმბია. ხუთშაბათი, 7 ივლისი

არგენტინა  –  კოსტა–რიკა. სამშაბათი, 12 ივლისი

 

ბრაზილიის ცხრილი

 

ბრაზილია  –  ვენესუელა. კვირა, 3 ივლისი

ბრაზილია  –  პარაგვაი. შაბათი, 9 ივლისი

ბრაზილია  –  ეკვადორი. ხუთშაბათი, 14 ივლისი

 

12 გუნდი გადანაწილებულია 3 ჯგუფში 4–4–ად. ჯგუფიდან გადის პირველ–მეორეზე გასული გუნდები + პლიუს მათ 2 საუკეთესოდ მოასპარეზე მესამე ადგილოსანი. ფინალისგან განსხვავებით, ყველა თამაში ბუენოსაირესის გარეთ გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward