მსაჯების მიკერძოების პრობლემაზე ღიად საუბარი ჟერარ პიკესთვის უცხო არ არის – “ბარსელონას” მცველი საკამათო საკითხებზე თავისი მოსაზრებების საჯაროდ დაფიქსირებას არ ერიდება.
რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ვეტერანმა კატალონიელმა განაცხადა, რომ ლა ლიგის მსაჯების უდიდესი ნაწილი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია.
ამ ინტერვიუს ესპანეთის ჩემპიონატის ყოფილი არბიტრი, იტურალდე გონსალესი გამოეხმაურა.
პიკეს ვეტყოდი, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ გააკეთოს – მნიშვნელობა არ აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს მას მსაჯების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესოა, ეხმარებოდა თუ არა ის “ბარსას” “სარაგოსაში” თამაშის დროს?
მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესოა, ეხმარებოდა თუ არა ის “ბარსას” “სარაგოსაში” თამაშის დროს?
– განაცხადა გონსალესმა.
აღსანიშნავია, რომ “სარაგოსაში” თამაშის პერიოდში პიკეს “ბარსელონასთან” ოფიციალურ დონეზე არაფერი აკავშირებდა. ის არაგონულ კლუბში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” იყო განათხოვრებული.
პიკეს პასუხს ველით
ვიღაც კიდევ დაიტროლება ვატყობ🤣🤣
დაგერხა ბრატ. 😉
ანუ როგორ თარგმნეს ხო?
პიკე კიდე ეტყვის რაღაცას დაველოდოთ😁😁 არ დატოვებს პასუხის გარეშე😁😁
მორიგი მსხვერპლი მოემზადე კაი პასუხისთვის