წარსულში ცნობილი ბასკი მსაჯი იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ ესპანეთში არბიტრების უმეტესობა მხარს “რეალსა” და “ბარსელონას” უჭერს, მათ შორის კი ყველაზე პოპულარული მადრიდული კლუბია.
“მსაჯები მარსიდან არ არიან. ისინი არბიტრები იმიტომ გახდნენ, რომ ფეხბურთი უყვართ. თუ ეს სპორტი მოგწონს, რომელიმე გუნდს გულშემატკივრობ.
გამიმართლა, რომ ბილბაოდან ვარ, სადაც ყველა მხარს “ატლეტიკს” უჭერს. თუმცა, ესპანეთის დანარჩენ ნაწილში, ფანების უმეტესობა ან “ბარსელონასი”, ან “რეალის” გულშემატკივარია, რადგან ეს გუნდები ყოველთვის იმარჯვებენ.
მსაჯების უმრავლესობა მადრიდული კლუბის გულშემატკივარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ საქმიანობას არაპროფესიონალურად ეკიდებიან”, – იტურალდე გონსალესის ამ სიტყვებს Cadena Ser ციტირებს.
არაპროფესიონალობას რავა იკადრებენ, ან როდის მომხდარა.
თუმცა,ეგ ფაქტი ხელს ვერ უშლის ბარსას დომინაციას ლალიგაში.
როცა საჭიროა როგორც მადრიდის ფანები ისე იქცევიან