workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: რონალდ კუმანი “ბეტისთან” როტაციას კიდევ ერთხელ მიმართავს

Sport: რონალდ კუმანი “ბეტისთან” როტაციას კიდევ ერთხელ მიმართავს

ლა ლიგის მომდევნო ტურში, სადაც “ბარსა” “ბეტისს” შეხვდება რონალდ კუმანმა, შესაძლოა, როტაციას ისევ აქტიურად მიმართოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

“ბარსელონამ” კოპა დელ რეის მეოთხედფინალში კიდევ ერთი 120-წუთიანი შეხვედრა ჩაატარა. ამიტომ ფეხბურთელთა ფიზიკური მზადყოფნისთვის, ზოგიერთი მათგანის დასვენება აზრსმოკლებული არ უნდა იყოს.

უფრო კონკრეტულად, ნიდერლანდელი სპეციალისტი სერხიო ბუსკეტსისა და პედრის დასვენებას აპირებს. მათ ნაცვლად კი მინდორზე მირალემ პიანიჩსა და რიკი პუჩს ვიხილავთ.

გუნდს საკმაოდ გადატვირთული კალენდარი აქვს. 30 დღეში 9 შეხვედრის უცვლელი შემადგენლობით თამაში კი ფაქტობრივად შეუძლებელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • AGU3RO
    schedule 06 თებ 2021, 13:42

    არაუხოც დააასვენოს

  • გოგიბერიძე
    schedule 06 თებ 2021, 10:56

    როტაციას მიმართონ სევილიასთან ჯობს. თუ წავაგეთ ორ მატჩიანი მაინცაა და ლა ლიგის თითოეული თამაში მოსაგებია (მიზანი თუ აქვთ რამის)

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 04:00

    მეორე გუნდის სასტავმა ლალიგის 80% უშანსოდ უნდა მოუგოს წესით თუ პრეტენზია გვაქ რამეზე…. რეალს არ ვუგებდით პინტოებით და მეორე სასტავით? 🙅‍♂️🤔

  • Albicelecte
    schedule 06 თებ 2021, 01:53

    დადგებოდა რიკის დროც, ასეთი გრძელი სეზონი სხვას არაფერს აჩვენებდა
    შეიძლება კუმანს ასეც ჰქნდა ჩაფიქრებული, რომ ნელ-ნელა აემოქმედებინა გუნდში არსებული პოტენციალი

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2021, 01:43
    შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ფირპო
    პიანიჩი ბუსკეცი პუჩი
    ტრინკაო მესი დემბელე
  • NEYBarca
    schedule 06 თებ 2021, 01:29
    ბრეისუეიტი მესი დემბელე
    პუჩი პიანიჩი
    ბუსი
    ალბა ლენგლე არაუხო დესტი

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2021, 01:08

    ბუსკეცს რა დასვენება უნდა გამოტოვა ბილბაოსთან თამაში დე იონგი დაასვენოს და გრიზმანი

  • Bobi
    schedule 06 თებ 2021, 01:03

    კარგია თუ დაასვენებს ბუსკეცსაც და პედრისაც, დე იონგსაც მოუხერხოს რამე თორემ დავარდება მიედანზე რთხელაც იქნება 😂
    ამდენი თამაში თავის დამატებითებით, სადაც სულ დარბოდა ხუნრობა ხომ არაა 😁💙❤️

  • me da barca
    schedule 06 თებ 2021, 00:50

    როგორმე პსჟ-მდე დანაკლისის გარეშე უნდა მივიდეთ და ტრავმები ავიცილოთ.

  • Iniesta_8
    schedule 06 თებ 2021, 00:49

    ისედაც ეკუთვნით ამათ თამაში. პედრი ბოლო დროს ვეღარაა ძველებურად ეფექტური რაც პირველ რიგში გადაღლილობის ბრალია.
    ისე კი გუნდის ფიზიკური მომზადების მხრივ კმაყოფილი ვარ, გუნდმა 4 თამაში ითამაშა 1 თვეში 120 წუთი და დაღლა ფეხბურთელების უმეტესობას არ ეტყობოდა. ვალვერდეს დროს ნახევარი გუნდი მოკვდებოდა. ბაიერნთანაც ყველაზე მეტად ფიზიკის არ ქონამ დაგვღუპა დაცვას თუ არ ჩავთვლით.

  • Always cule
    schedule 06 თებ 2021, 00:46

    კარგია, დე იონგის დასვენებაც კარგი იქნებოდა, მაგრამ გვჭირდება ბეტისთან