ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბარსელონამ” სტუმრად “გრანადა” დაამარცხა (5-3), გუნდის არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კი შეხვედრაში თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
ESPN-ის ცნობით, მესის კარიერაში 300 საგოლე გადაცემა დაუგროვდა (259 “ბარსელონაში” და 41 ნაკრებში). საკლუბო დონეზე 33 წლის მესის 756 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული (650 გოლი) ნაკრებში კი 142 (71 გოლი).
მესის დეტალური სტატისტიკა “გრანადასთან” მატჩში, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.




301 ასისტი აქვს მესის
261 გუნდში და 40 ნაკრებში
ბოლო წუთებში კარგად დაიქოქა გუშინ🙌 მაგრამ იქამდე უნდა ეაქტიურა და აეყოლებინა გუნდი. ალბათ მოუხსნელი რეკორდია 300 გადაცემა❤️