ჟერარ პიკე, ანდორას მწვრთნელის რანგში ედერ სარაბიას დებიუტს ესწრება | SPORT

ჟერარ პიკე, ანდორას მწვრთნელის რანგში ედერ სარაბიას დებიუტს ესწრება | SPORT

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ამ წუთებში, სეგუნდა დივიზიონ ბ-ს ეგიდით, “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდსა და “ანდორას” შორის მიმდინარე შეხვედრას ესწრება.

როგორც იცით, პიკე ანდორული კლუბის მფლობელია, რომლის მთავარ მწვრთნელადაც “ბარსას” ყოფილი თაკვაცის, კიკე სეტიენის ასისტენტი, ედერ სარაბია დანიშნა.

შესაბამისად, Diario SPORT-ის ჟურნალისტის, ალბერტ როჟეს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი “ანდორას” ახალი დამრიგებლის დებიუტს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

აგრეთვე, წყაროს ცნობით, ჟერარი ანდორელთა მოთამაშეს, კიკე სავერიოს შეხვდა, რომელიც “ბარსა ბ-ს” ღირსებას იცავდა, ცოტა ხნის წინ კი ესპანეთის მესამე ლიგის ბინადართა რიგებს შეუერთდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    03 თებ 2021, 22:06

    ესენი ლა ლიგაში თუ ამოვიდნენ 6ქულას უპრობლემოდ ავიღებთ

  • Lasho
    03 თებ 2021, 21:41

    ისე ეგ სავერიო არარის ცუდი ბიჭი სწრაფია საკმაოდ

  • Soxa
    03 თებ 2021, 21:06

    ანდორა თუ ლა ლიგაში ამოვიდა მაგრა გამოგვადგება , ბარსა ბ-ს ფეხბურთელებს გავანათხოვრებთ იქ და გამოცდილებას მიიღებენ ლა ლიგაში და მაგის მიხედვით იქნება დაბრუნება ბარსაში grinning

  • C.PC5
    03 თებ 2021, 20:44

    ისე ძაან მაინტერესებს თუ პიკემ მოახერხა და მომავალი 10 წლის განმავლობაში ანდორა პრიმერაში ამოიყვანა, ამის შემდეგაც ექნება ბარსაში მუშაობის სურვილი?!