როგორც კატალონიური გამოცემა “სპორტი” გვამცნობს, ლონდონური “არსენალი” მზადაა ცესკ ფაბრეგასი “ბარსასთვის” დათმოს…
“არსენალი” მზადაა ცესკ ფაბრეგასი “ბარსელონაში” გამოუშვას. ახლა მთავარია გუნდები მის ფასზე შეთანხმდნენ, იტყობინება “BBC”.
ლონდონელებმა “ბარსას” წინა შემოთავაზება არ მიიღეს. როგორც გაირკვა, შეთავაზებული თანხა დაახლოებით 30 მილიონს შეადგენდა. ახლა კი კატალონიელები თანხის გაზრდას აპირებენ. როგორც სანდო წყარო იტყობინება, ეს შეთავაზება ფორმალურ ხასიათს ატარებდა … მართალია ადრე ლონდონური კლუბის მესვეურები ყველანაირად ცდილობდნენ ცესკის შენარჩუნებას, თუმცა ახლა სიტუაცია იცვლება. მეთოფეები მზად არიან, რომ თავიანთი გუნდის ლიდერი კატალონიელებს დაუბრუნონ. შესათანხმებელი მხოლოდ ფასიღაა…



