კოპა დელ რეის მეოთხედფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” კოპა დელ რეის 1/8 ფინალში “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გააღწია.

დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის თასის მეოთხედფინალის წილისყრა ჩატარდა, სადაც გაირკვა, რომ “ბარსას” მომავალი მეტოქე ანდალუსიური “გრანადა” იქნება.

სხვა წყვილები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • “ბეტისი” – “ბილბაო”
  • “ლევანტე” – “ვილიარეალი”
  • “ალმერია” – “სევილია”

შეგახსენებთ, “ბლაუგრანა” “ნუევო ლოს კარმენესის” ბინადრებს ლა ლიგის მე-18 ტურში შეხვდა და მოწინააღმდეგეს ანტუან გრიზმანისა და ლეო მესის 2-2 გოლის წყალობით, ანგარიშით, 4-0 მოუგო.

როგორც ცნობილია, 1/2 ფინალში გასამართი დაპირისპირებები 2-4 თებერვალსაა ჩანიშნული. აგრეთვე, ხსენებულ ტურნირზე “ლურჯ-ბროწეულისფერებს” თამაში კვლავ გასვლაზე უწევთ.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • C.PC5
    schedule 29 იან 2021, 23:35

    ესენი ხომ მაინც ყრიან ლალიგაში და რაღატომ გასვლაზე?! რას შეგვდგნენ რახდება😡 ხალხს თასის იმედი ისედაც არ აქვთ და ნოუკამპი მაინც ანახეთ😂

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 22:30

    ციტატა: გოგიბერიძე
    ვის მოედანზეა?


    გრანადას მოედანზე კვლავ. სამწუხაროდ😔

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2021, 19:57

    კაი რაა კიდე გასვლაზეე

  • Bakero
    schedule 29 იან 2021, 18:49

    კიდევ გასვლა ?! თქვენი უნამუსო ……..

  • me da barca
    schedule 29 იან 2021, 17:43

    რა უბედურებაა ისევ გასვლა, ან ლა ლიგის გუნდებთან იყოს 2 მატჩიანი, რატომ უნდა იჩაგრებოდეს ყოველთვის ერთი გუნდი.

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 17:22

    არაა პრობლემა გრანადა. წესით მარტივად უნდა მოვიგოთ. და კორნელიასავით არაა.

  • ბასქუ10
    schedule 29 იან 2021, 17:14

    რაარის ამდენი გასვლა რა უბედურებაა, გრანადასთან წესით არ გაგვიჭირდება მოგება, ისე სევილია ადვილად გაძვრა ამ შემთხვევაში და არ მინდაფინალში შეგვხვდეს

  • Clever liar
    schedule 29 იან 2021, 16:58

    ანუ 1 ნაბიჯით წავიწიეთ კიდე წინ, მარა სევილია რო გაძვრა ასე უმტკივნეულოდ ეგ არ არის მთლად კაი ამბავი :)))

  • Konrad de la Fuente
    schedule 29 იან 2021, 16:41

    ჩავიზე იღბლიანი ფეხბურთელი არამგონია ისტორიაში იყოს. როგორც ამბობენ საჭირო დროს საჭირო ადგილასო, ისე წარიმართა მისი კარიერა. ხავი სხვა ეროვნების რომ ყოფილიყო ფეხბურთში მაქსიმუმ ჯო კოულის დონე დაედო.

    ვიცინო თუ ვიტირო ამაზე?

  • Konrad de la Fuente
    schedule 29 იან 2021, 16:31

    რამოსი მიდისო. როგორც კრიზისი დაიწყო, პიტალდუ გაიპარა, ახა რამოსი და სხვებიც მიყვებიან. ტფუი როგორ მძულან მაგათი ყველაფერი მო.ან, სამარცხვინო უეფას გაჭყეპილი გუნდი. არაკაცები.

  • marco reus 11
    schedule 29 იან 2021, 16:30

    მასპინძელიც კენჭისყრით წყდება თუ როგორ არის

  • გოგიბერიძე
    schedule 29 იან 2021, 16:23

    0-4 მოვუგეთ ამათ გასვლაზე. იმედია ასევე მარტივი იქნება კვლავ

  • გოგიბერიძე
    schedule 29 იან 2021, 16:20

    ვის მოედანზეა?