ესპანეთის თასის 1/8 ფინალში “ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა (2-1). შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “ბლაუგრანას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მორიგი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა, მას “ბარსელონაში” ზედიზედ 15 სეზონია მინიმუმ 15 გოლი გააქვს. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მესიმ 15 გოლზე ნაკლები გაიტანა 2005/2006 სეზონი იყო (25 მატჩი, 8 გოლი).
ლეგენდარულ კაპიტანს მიმდინარე სეზონში 15 გოლის გასატანად 23 შეხვედრა დასჭირდა.




შეყრის გოლებს კიდევ! იმ მომენტში რომ ვერ გაიტანა ძაან გამიტყდა😞
ველოდები თუ როდის დაიწყებს გოლების ყრას. იმედია მალე💜❤
საიცარია ლეო, იმედია ახლა უფრო მოუმატებს და დაიწყებს გოლების ყრას
მიდი ლომო რაც შეიძლება ბევრი გოლი უნდა ყარო
GOAT!