სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” ბრაზილიელი მალკომის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსელონას” პასუხობს. შეთანხმების თანახმად, რუსებმა კატალონიელებს კიდევ 9,44 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
“კლუბებს შორის არსებული ხელშეკრულება თანხის ეტაპობრივად გადახდას ითვალისწინებს, ეს კი წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ხდება. ეს ნორმალური პრაქტიკაა და მხარეებს შორის არანაირ გაუგებრობას ადგილი არ აქვს.”,
– იტყობინება “ზენიტის” პრეს-სამსახური.
მალკომი “ზენიტის” რიგებში 2019 წლის აგვისტოდან ასპარეზობს, მისი წლიური შემოსავალი კი დაახლოებით 8 მილიონი ევროა.
აუ ცხრა მილიონი, ცხრა მილიონი ახლა საოცნებოა ბარსასთვის, რა დრო დაგვიდგა.. ეჰ ბართომეუ და ჭირი მაგას
მილიარდ შემტას რო გამოვაკლოთ ცხრა მილიონი რაღა დარჩება პრაქტიკულად ამოვსულვართ ვალებიდან
აი ეს რატო გაუშვეს?
კარგად გაუყიდიათ თუ კიდევ ცხრა მილიონი უნდა გადვახდევინოთ. კაია წაადგება გუნდს.
ხოდა ჯარგია ბარსასთვუს ეხლა 9 მილიონიც კაია..