workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ბრწყინვალე თამაში, ასისტი და კეიტას გოლი “რაიოს” კარში

მესის ბრწყინვალე თამაში, ასისტი და კეიტას გოლი “რაიოს” კარში

დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, “ბარსელონა” სტუმრად “რაიო ვალიეკანოს” დაუპირისპირდება.

“ბლაუგრანას” Twitter-ის ოფიციალური გვერდი ამ თამაშთან დაკავშირებით სეიდუ კეიტას მიერ მადრიდელთა კარში გატანილ ერთ-ერთ გამორჩეულ გოლს იხსენებს.

ლა ლიგის 2011/12 წლების სეზონის 36-ე ტურის მატჩში “ბარსა” “რაიოს” ესტუმრა. იმ შეხვედრში, რომელშიც კატალონიელებმა მეტოქე 7-0 გაანადგურეს, ერთ-ერთი გოლი კეიტამ გაიტანა. ლიონელ მესის ეფექტური თამაშისა და შესანიშნავი საგოლე გადაცემის შემდეგ, მალელ ნახევარმცველს “რაიოს” კარის აღება არ გასჭირვებია.

სეიდუ კეიტა “ბარსელონაში” 2008-12 წლებში ირიცხებოდა. მან “ბლაუგრანას” შემდეგ “დალიან აერბინში”, “ვალენსიაში”, “რომასა” და “ელ ჯაიშში” ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 27 იან 2021, 22:27
    #5

    ასეთ დაღეჭილ ბურთს მეც კი გავიტანდი.

  • ბასქუ10
    schedule 27 იან 2021, 09:56
    #4

    მოედნის ხედვა აქ რაღაც ზე ლეველზე განვითარებული, უბრალოდ საოცრებაა

  • BEQA BARCA
    schedule 27 იან 2021, 01:56
    #3

    მართლაც მაგარი ასისტია❤💜 ხვალაც ველოდები რაიმე ბრწყინვალეს💜❤

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2021, 01:04
    #2

    ხვალ სპექტაკლს ველოდებით ლომო

  • C.PC5
    schedule 27 იან 2021, 00:47
    #1

    მაგარი ასისტია❤️ მასეთებს ველოდებით ხვალაც ლეოსგან!