ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 იანვარს მოხდა.

თამაშები

23 იანვარს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1910 წელი

კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” “უნივერსიტარი” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი უოლასმა გაიტანა.

1977 წელი

“ბარსელონამ” “რასინგი” “კამპ ნოუზე” 7-0 გაანადგურა. გოლები კრუიფმა (2), ნეესკენსმა (2), სანჩესმა, ასენსიმ და კლარესმა გაიტანეს.

2014 წელი

სანდრო როსელმა “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რისი მიზეზიც ნიემარის ტრანსფერთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი იყო, როსელის ადგილი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ დაიკავა.

2019 წელი

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში კლუბს “აიაქსიდან” ფრენკი დე იონგი შეუერთდებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 24 იან 2021, 02:08

    ამ სატანის სურათი რა საჭირო იყო?

  • ბასქუ10
    schedule 23 იან 2021, 16:21

    დე იონგის❤️❤️ ტრანსფერი
    იყო ყველაზე მაგარი

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2021, 12:05

    ამ დღეს მივუცენზურე პატრონი

  • El pistolero 9
    schedule 23 იან 2021, 11:52

    ეს დღე კულეების გლოვის დღედ უნდა გამოცხადდეს.ამ დღეს სათავეში ბართომეუ მოვიდა

  • Always cule
    schedule 23 იან 2021, 10:47

    ამის ფოტოს რო ვხედავ ცუდად ვხდები

  • BEQA BARCA
    schedule 23 იან 2021, 10:39

    ბართომეუს მოსვლის გარდა ყველა მომხდარი ფაქტები კარგია. ბართომეუს გახსენებაც არ მინდა.😡

  • C.PC5
    schedule 23 იან 2021, 10:27

    ბართომეუს მოსვლა რამხელა შავი ლაქაა ჩვენს ისტორიაში. ეგ ვირთხა!😡