“ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველი, ილაიშ მორიბა, პირველ გუნდში დებიუტის შესახებ საუბრობს.
“ეს შესანიშნავი განცდაა. მწვრთნელმა [კუმანმა] მითხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი. სახლში როდესაც დავბრუნდი, ღამით დაძინება ვერ შევძელი.
მწვრთნელისა და თანაგუნდელების მადლიერი ვარ, მათ მე კარგად თამაშის შესაძლებლობა მომცეს. ამ კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ.
– ამბობს მორიბა BarcaTV-ისთან საუბარში.
“კორნელიასთან” გამართული შეხვედრა კატალონიელებმა დამატებით დროში, ანგარიშით 2-0, მოიგეს.
ერთი თამაშით ვერ შევაფასებთ, შემდეგებში რას იზამს ვნახოთ
ამ თამაშით ვერაფერს შევაფასებთ, იმედია მიეცემა კიდევ დრო და გვაჩვენებს თავის სახეს
არადა კარგად ნაცნობ გუნდს ხვდებოდა, კორნელიაც იმავე ჯგუფშია, რომელშიც ბარსა ბ.
ჯერ ადრეა ამაზე დასკვნების გამოტანა ერთი ტაიმი ითამაშა და ისიც დებიუტი
საერთოდ ფეხბურთი იყო რაღაც ბავშვური თუ ქუჩური, ყველა რო ბურთს დასდევს და არავითარი ტექნიკა ტაქტიკა, მასპინძლები ეტყობა წინა თამაშით დამუხტულები დარჩნენ და იმდენი ირბინეს, ცოტა ტექნიკა ან ბედი რომ ქონოდათ აუცილებლად გაგვიტანდნენ. ვიფიქრე მეორე ტაიმში დაიღლებიან და მერე ავაწყობთ თქო თამაშს, მაგრამ ორი ტაიმი მაგრათ ირბინეს, ამისთანა პრესინგი დიდხანია არ მინახავს. თამაში ანუ ბურთის დაჭერა ცოტათი მაინც მეორე ტაიმში შევძელით და ეს პედრის და ბუსკეტსის დამსახურებაა. დამატებით დროში კი გამოჩნდა, რომ მთელი ენერგია 90 წუთი ეყოთ და მათი აქტიურობა საკმაოს დაეცა. დამატებით დროში უკვე გასაგები გახდა, რომ მართლა ფავორიტები ვიყავით თუნდაც ამ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ დემბელე ისევ ისე დებილურად დარბოდა და თავის თავს ატყუებდა, მაინც გაუვარდა კარგი დარტყმა და ესე სწორედ იმის ბრალი იყო, რომ მოწინააღმდეგე ვეღარ გვაპრესინგებდა. ბოლო გოლზე კი მართლაც ცხადად გამოჩნდა არაფრის თავი რო აღარ ქონდათ ვერც კი გაყვნენ პედრის იმდენად დაუძლურებულები იყვნენ.
ვერ ვიტყვით რომ ძალიან კარგად ითამაშა ან ძალიან ცუდად. ნორნალური იყო.
ამ ბიჭს მოედანზე არაფერი დაუშავებია. ასე დასკვნების გამოტანა არ გამოვა. ამიტომ, შემდეგ თამაშებშიც უნდა შევხედოთ, იქნებ რაღაც გამოვიდეს.
კი კი ნაღდად გეტყობოდა გუშინ გამოუძინებელი რომ იყავი
, იმედია გაამართლებს იმედებს.