“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი 23 წლის ნახევარმცველი “ხეტაფეს” რიგებში წარმატებით გამოსვლას განაგრძობს.
“ბლაუგრანამ” ალენია “ხეტაფეში” მიმდინარე თვის პირველ კვირაში გაანათხოვრა. ცოტა ხნის წინ ესპანელი შუახაზელის დებიუტი მადრიდულ კლუბში წარმატებით შედგა, ახლა კი იგი თავის გამოჩენას ისევ აგრძელებს.
რამდენიმე წუთის წინ ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში “ხეტაფემ” “უესკა” მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ალენიამ შეიტანა – კატალონიელთა საკუთრებაში მყოფმა მოთამაშემ საგოლე გადაცემა გააკეთა.
კარლეს ალენიას სტატისტიკა “უესკასთან” თამაშში:
- 87 წუთი
- ბურთზე 57 შეხება
- 25/35 პასი (71% სიზუსტე)
- 1 ასისტი
- 4 დარტყმა
- 2 key პასი
- 3 შექმნილი მომენტი
- 1 შექმნილი სერიოზული მომენტი
- 10/15 მოგებული ორთაბრძოლა
- 5/7 წარმატებული დრიბლინგი
- 1 ვარდნა
- 3 მოპოვებული ბურთი
კი, და მანდ წააგო ატლეტიკომ, ისე რომ თუ ჭკუით არ მოიქცევა კუმანი და ღრმა როტაციაზე ფიქრს არ დაანებებს, იმენნა დღეს შეიძლება რეალის და ატლეტიკოს ბედი გავიზიაროთ. და ვინაიდან არ ლიგაზე და არც ჩემპიონატში შანსები არა გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქმეს, რომ ერთი ტიტული მაინც მოვახერხოთ წელს.
(ძალიან ოპტიმისტებს შეუძლიათ იძახონ, რომ თასი ჩვენია, პსჟ-ს გადავუვლით და მეფე შეყრის.) ეს ჩემი აზრია და ყველას გთხოვთ ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას.
მაგრამ ბილბაო რო დარჩა, თუ გადავუვლით?
წარმატებები ალენიას მაგრამ არაა ბარსელონას შესაფერისი კაცი, ნიჭიც აქვს და თამაშიც იცის თუმცა ბარსელონას სტილს კიდევ სხვანაირი ფეხბურთელი ჭირდება