მესიზე უკეთესი – ლეოს საუკეთესო მეგობარი, ვისაც არგენტინელზე უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ

მესიზე უკეთესი – ლეოს საუკეთესო მეგობარი, ვისაც არგენტინელზე უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ

როდესაც მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო აკადემია გაქვს, ბევრ ვარსკვლავს ზრდი, მაგრამ იმედგაცრუებაც დიდია, რადგან აკადემიიდან ბევრი ფეხბურთელი მოდის, რომელთა ადგილიც პირველ გუნდში ფიზიკურად არ გაქვს.

ასე ჩაიკარგა ბევრი ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” დროს, ასე დავკარგეთ ტიაგო ალკანტარა.

იყო განსხვავებული შემთხვევებიც. ივან დე ლა პენია ლუი ვან გაალის ხუშტურებს შეეწირა. ფეხბურთელი, რომელსაც ჩავის დონის გაქანება ჰქონდა და ბევრის აზრით, მასზე ნიჭიერიც კი იყო, “ესპანიოლის” ლეგენდობას დასჯერდა. კიდევ უამრავი ფეხბურთელი მძიმე ტრავმებს შეეწირა, მარტო მარკ მუნიესას ხსენება რად ღირს. კლუბში ყველამ იცოდა, თუ ვის უნდა შეეცვალა კარლეს პუიოლი, მაგრამ პირველ გუნდში დაწინაურებამდე გადატანილმა ორმა მძიმე ტრავმამ მისი კარიერა ისე არიან, რომ ახლა “ალ არაბიშია” გადაკარგული.

“ლა მასიაში” განსაკუთრებით გამორჩეული იყო 1987 წლის გამოშვება. ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა, რადგან იმ გუნდში ლეო მესი თამაშობდა. მის გარდა იყვნენ ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი. ამ სამეულმა 2002/03 წლების სეზონში სამივე ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონატი ისე, რომ ერთი ქულაც არ დაუკარგავთ. მოიგეს კატალონიის თასიც, რომლის ფინალშიც 3-0 იმარჯვეს, გოლები კი მესიმ (2) და პიკემ გაიტანეს.

შემდეგ მათი გზები გაიყო. პიკე “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, ფაბრეგასი “არსენალში”, მესი კი “ბარსელონაში” დარჩა.

სინამდვილეში კი არსებობდა არა სამეული, არამედ ოთხეული. იმ გუნდში ბრწყინავდა ლიონელ მესის იმდროინდელი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ხან ლეოს დონის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ხანაც მასზე უკეთესს.

საუბარი გვაქვს ბევრისგან მივიწყებულ და ბევრისთვის საერთოდ უცნობ ვიქტორ ვასკესზე. “ბარსელონას” 1987 წლის გუნდს 2 მთავარი ვარსკვალვი ჰყავდა – ლიონელ მესი და ვიქტორ ვალდესი. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათი ერთადერთი მოტივაცია ის იყო, ერთმანეთზე მეტი გოლი გაეტანათ. არადა, მესის მსგავსად, ვასკესიც არა თავდამსხმელი, არამედ შემტევი ნახევარმცველი იყო და მისი მთავარი თვისება არა გოლების გატანა, არამედ მოედნის ხედვა გახლდათ.

მახსოვს, რომ მესი და ვასკესი გუნდის დანარჩენ წევრებს ძალიან აღემატებოდნენ. ზოგჯერ ისინი პერსონალურ დუელებს აწყობდნენ. თუ ერთი 4 გოლს გაიტანდა, მეორეს 5 უნდა გაეტანა.

იხსენებს სესკ ფაბრეგასი.

ჩემზე უფრო მეტს საუბრობდნენ, ვიდრე მესიზე.

აცხადებს თავად ვიქტორ ვასკესი.

ერთხელ თავად ლეოსაც კი აქვს ნათქვამი, იმ გუნდში ყველაზე ნიჭიერი ვიქტორ ვასკესი იყოო.

ვიქტორ ვასკესი “ბარსელონას” 1998 წელს, 11 წლის ასაკში შეუერთდა, 10 წლის შემდეგ კი მას დებიუტი პირველ გუნდში ჰქონდა. “ბლაუგრანას” მთავარ გუნდში ვასკესმა მხოლოდ 3 თამაშის ჩატარება და ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გოლის გატანა მოასწრო.

ის ერთდერთი გოლი ვასკესმა 2010 წელს, ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ გაიტანა. იმ დროს ვიქტორს უკვე გადატანილი ჰქონდა მძიმე ტრავმა, რომელმაც მისი კარიერა შეიწირა.

2011 წელს ვიქტორ ვასკესი “ბრიუგეში” გადავიდა და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ გუნდში გაატარა. 173 შეხვედრაში გატანილი 25 გოლი და გაკეთებული 50 საგოლე გადაცემა. 2014/15 წლების სეზონში ვასკესი ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რის შემდეგაც ჯერ მექსიკურ “კრუს ასულში”, შემდეგ კი კანადურ “ტორონტოში” გადავიდა. MLS-ში ესპანელმა ნახევარმცველმა 65 შეხვედრაში თავი 18 გოლითა და 17 ასისტით გამოიჩინა. 2017 წელს ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და MLS-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

ამის შემდეგ იყო ყატარული “ალ არაბი” და “უმ სალალი”, ბოლოს კი, 2020 წელს, ბელგიურ “ეიპენში” ერთ მატჩში ჩატარებული 13 წუთი.

ცუდი კარიერა არაა, მაგრამ როდესაც მესიზე უკეთესს გიწინასწარმეტყველებენ…

დღეს ვიქტორ ვასკესი 34 წლის გახდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • prikola28
    21 იან 2021, 14:45

    ბოიან კრკიჩი რომ ტალანტი იყო…….

  • ბასქუ10
    20 იან 2021, 22:30

    ეს ისტორია ნამდვილად არ ვიცოდი, არადა ის და მესი ერთად რას არ შეძლებდნენ, ვინ დაუდგებოდათ წინ

  • me da barca
    20 იან 2021, 16:20

    ამის არსებობა არც კი მახსოვდა.

  • M10 S9 D11
    20 იან 2021, 14:44

    იმ დროინდელი ბარსა ისე იყო აწყობილი ვერავია ვერ ამოაგდებდი პლიუს ისეთი დონის იგროკები თამაშობდნენ ვერავია დასვავდი ერთადერთი ტიაგო იყო ვინც პირდაპირ შეცვლიდა ხავის მარა ვერ მოითმინა და გაიქცა

    ციტატა: Terstegen
    ვალვერდე მხოლოდ იმიტომ უნდა დავაფასოთ რომ ანსუ ფატი აღმოაჩინა და დააწინაურა პირველ გუნდში💘😌


    მესის სუარესს და დემბელეს ტრამვები რო არ მიეღოთ წინა სეზონის სტარტზე საერთოდ არ ათამაშებდა ფატის ვალვერდე

  • Terstegen
    20 იან 2021, 14:10

    ვალვერდე მხოლოდ იმიტომ უნდა დავაფასოთ რომ ანსუ ფატი აღმოაჩინა და დააწინაურა პირველ გუნდში💘😌

  • C.PC5
    20 იან 2021, 13:16

    ბევრი ტალანტი იკარგება და ეწირება გუნდის გეგმებს. ძაან სამწუხაროა, თუმცა ნიჭის და შრომის გარდა გამძლეობაცაა საჭირო და ამას ვერ გაექცევა ვერავინ.

  • BEQA BARCA
    20 იან 2021, 13:14

    ძალიან სამწუხაროა ამდენი ტალანტის დაკარგვა.😔😔