ამაღამ, თბილისის დროით 00:00 საათზე, “ბარსელონასა” და “ბილბაოს” შორის ესპანეთის სუპერ თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, დღეისათვის “ბარსაში” 13 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც “ბლაუგრანას” მაისურით ჯერ არცერთი ტიტული არ მოუგიათ. ეს მოთამაშეები არიან: ნეტუ, სერჟინიო დესტი, რონალდ არაუხო, ოსკარ მინგესა, ჟუნიორ ფირპო, ფრენკი დე იონგი, მირალემ პიანიჩი, პედრი, მატეუს ფერნანდესი, ანტუან გრიზმანი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, მარტინ ბრეითუეიტი და ანსუ ფატი.
ასევე დღეს “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის შანსი აქვს კარიერაში 37-ე ტიტული მოიგოს და ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელებს შორის მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლოს.
იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ფინალი რონალდ კუმანის გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდება.
მოტივაციას მისცემს ამათ ეს ტიტული, თორემ ეს თასი დიდი არაფერი.
ძალიან დაეხმარება გუნდს ეს ტიტული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეტ მუხტს და მონდომებას შეიტანს კლუბში და აუცილებლად უნდა მოვიგოთ
მესი ძირითადშია
ამ ტიტულის მოგების შემდეგ ყველა ფსიქოლოგიურად წინ წავა. განსაკუთრებით ესენი ისაც ტიტული არ მოუგიათ.
მაგ პირველ ტიტულზეა ზუსტად დამოკიდებული ახლა რამდენად ექნებათ მეორე და მესამეს მიმატების შანსი ამ სეზონში, ღმერთმა ქნას მეტიც მოიგონ.
პედრი და რიკი ერთად ათამაშოს რაა
მოიგებენ კიდე მაგ პირველ ტიტულს და იმედია არა უკანასკნელს
უნდა მოვიგოთ აუცილებლად, კარგი მუხტი იქნება გუნდისთვის❤💙