workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: ჩემი არჩევის შემთხვევაში UEFA და FIFA “ბარსას” მეტი პატივისცემით მოეკიდებიან

ჟოან ლაპორტა: ჩემი არჩევის შემთხვევაში UEFA და FIFA “ბარსას” მეტი პატივისცემით მოეკიდებიან

Mundo Deportivo-სთან უკანასკნელ ინტერვიუში ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში UEFA-სა და FIFA-ს გაესაუბრებოდა, რათა კლუბს ძველი სახელი და დიდება დაბრუნებოდა.

” მე თითოეული ორგანიზაციის პრეზიდენტს გავესაუბრები, რათა “ბარსელონამ”, როგორც ინსტიტუციამ ძველი პატივი დაიბრუნოს. ჩვენ ეს პატივი ბოლო წლებში დავკარგეთ.”

“ჩვენ განვუცხადებთ, რომ “ბარსელონას” ჰყავს ახალი პრეზიდენტი და გვსურს, კლუბი მათ საქმიანობაში უფრო მეტად ფიგურირებდეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ორგანიზაციების თვალში “ბლაუგრანამ” სპეციფიკური როლი და წონა დაიბრუნოს.”

მას შემდეგ, რაც ჟოანმა კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, საფეხბურთო ორგანიზაციებთან “ბარსას” ურთიერთობა გაუფუჭდა. განსაკუთრებით, 2013 წელს, ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, როდესაც სანდრო როსელი კორუფციაში ამხილეს და შემდგომში კი თანამდებობა დაატოვებინეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 21:59
    #10

    არადა არჩევნების გადადება იქნებოდა? მოგებული ჰქონდა ფაქტობრივად ლპორტას და დაენიშნათ ბარემ, ძალიან გვჭირდება ლაპორტა, იმედია გაამართლებს იმედებს და მარტო ლაპარაკით არ იქნება ძლიერი

  • დომენტი
    schedule 16 იან 2021, 11:48
    #9

    მე იმ კატალონიელის დედას მივუალერსე,ვინც ამას ხმა არ მისცეს…ამ კაცს შეუძლია დიდების მწვერვალზე დააბრუნოს ბარსა.

  • სამუელ ეტო
    schedule 16 იან 2021, 01:33
    #8

    ჰაერივით სჭირდება ბარსას ეს კაცი.

  • C.PC5
    schedule 16 იან 2021, 01:24
    #7

    მართალია, გუნდს ღირსება აღარ შერჩა არავის თვალში. მაგრამ საუბარი რამდენად უშველის მაგ საკითხს არ ვიცი, უფრო საქმით დამტკიცება ჯობია.

  • Ბარსა13
    schedule 16 იან 2021, 00:17
    #6

    Დიდების დაბრუნება კარჰი იდეააა, მომენატრა ის დრო როდესაც ყველა პატივს გვცემდა

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2021, 00:13
    #5

    100%-იანი მოგებული აქვს ამას არჩევნები

  • OLD
    schedule 15 იან 2021, 23:54
    #4

    არუნდა გადადებულიყო რიდის მოხვალ შეჩემისა მოსვლამდე ყველა ესე ჭიკჭიკებთ და მერე რო მოკალათდებით ტბილ სავარძელში ერთი ადგილის განძრევა არ გინდათ არ გააკეთებ და არ გაანძრევ ერთ ადგილს შენს ისე გაგესობა როგორც ბართოს

  • Albicelecte
    schedule 15 იან 2021, 23:40
    #3

    კუმანმა ტიტული უნდა მოიგოს; უბრალოდ, უნდა ადგეს და მოიგოს
    დესტი-მინგესა-არაუხო-პედრი-პუჩი-ფატი ასე თუ ისე პუჩისაც მისცა სათამაშო დრო და ტრინკაოსაც სინჯავს და შანსებს აძლევს, ესეც მე-7 ახალგაზრდა, მათ დამატებული დე იონგი-დემბელე-ფირპო(რომელსაც ასე თუ ისე გამოუნახა სათამაშო დრო)
    გამოდის, რომ გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო და კუმანს ეს ტიტული ჰაერივით სჭირდება, გუნდს სჭირდება კიდევ ურო მეტად
    სანამ ლაპორტა ჩაიბარებდეს მართვას, ყველაფერს იზამენ რომ გუნდს ზიანი მიაყენონ

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 15 იან 2021, 23:35
    #2

    ძლივს რაღაცას ფაფხურობენ ესენი და ამ არჩევნების გადადებამ ცუდად არ იმოქმედოს ამათზე, არადა ყველანი კუმანის ჩათვლით მოუთმენლად ელოდნენ ახალ პრეზიდენტს( ლაპორტას). პსჟს ისევ ამ იმბეცილი ხელმძღვანელობით შევხვდებით ასე გამოდის, არადა ლაპორტა უკვე გაშინაურდებოდა, ასე თუ ისე ამ შემადგენლობასთან, შედარებით დაალაგებდა სიტუაციას, რაც სტიმული იქნებოდა ბიჭებისთვის. ეხლა კიდე რა იქნება აღარ ვიცი რა…

  • BEQA BARCA
    schedule 15 იან 2021, 23:25
    #1

    იმედია მოვა ლაპორტა მჯერა ამ კაცის.