workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუპერ თასის ნახევარფინალის შემადგენლობის 3 ვარიანტი

სუპერ თასის ნახევარფინალის შემადგენლობის 3 ვარიანტი

გავლენიანმა გამოცემა Tribuna-მ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. წარმოგიდგენთ სავარაუდო შემადგენლობების სამივე ვარიანტს:

ვარიანტი 1

  • შემადგენლობის მსგავსმა ვარიანტმა ერთხელ უკვე დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა “ბარსელონას”, კატალონიელებმა შაბათს ჩატარებულ მატჩში “გრანადას” 4-ბურთიანი სხვაობით მოუგეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. ამ ვარიანტის მიხედვით, შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება იქნება ლენგლეს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა.

 

 ვარიანტი 2

  • ამ ვარიანტის მიხედვით სასტარტო შემადგენლობაში იქნება ჟუნიორ ფირპო, რომელსაც 3 შეხვედრაში მხოლოდ 10 წუთი მიეცა სათამაშოდ. ასევე სასტარტო შემადგენლობაში იქნება სამუელ უმტიტიც, “გრანადას” წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ. Tribuna-ს აზრით, რადგანაც სერხიო ბუსკეტსმა ბოლო 2 შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში პიანიჩს მიეცემა შანსი.

 ვარიანტი 3

  • კუმანმა 3-4-2-1 წყობა უკვე ორჯერ გამოცადა და “ვალიადოლიდთან” გამარჯვებისას (3-0) გაამართლა. მესის, პედრისა და გრიზმანის შთამბეჭდავი სამეული გოლების გატანის გარანტიას იძლევა, ამიტომაც ეს ვარიანტიც საინტერესოდ გამოიყურება.

შეგახსენებთ, “ბარსელონასა” და “სოსიედადს” შორის ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 13 იან 2021, 17:05
    #9

    პირველი ვარიანტი კარგი იქნება, მავენიერი შედეგი დადო ამ წყობამ

    ორონდ ლენგლე და უნტიტი ინება ძირითადში, ჩემი აზრით

  • M10 S9 D11
    schedule 13 იან 2021, 14:15
    #8

    პირველი ვარიანტიბულაპარაკოდ ოღონდ მინგესას მაგივრად უმტიტი

  • C.PC5
    schedule 13 იან 2021, 12:19
    #7

    პირველი ვარიანტი უეჭველად. მაგ შემადგენლობამ ითამაშა უკვე რამდენჯერმე და თან კარგად. ოღონ მინგესა-ლენგლეს დუეტი არა. იქნებ არაუხო იყოს მზად თუ არა და უმტიტი მინგესას ნაცვლად.

  • LM10RG10
    schedule 13 იან 2021, 10:28
    #6

    ლენგლე არ დავინახოკო სასტავშიიი😒ან უმტიტი-არაუხო ან უმტიტი-მინგესა

  • BEQA BARCA
    schedule 13 იან 2021, 10:19
    #5

    აქედან არც ერთი

    ტერვ შტეგენი
    დესტი უმტიტი ლეგლე/არაუხო ალბა
    პედრი/ბუსი დე იონგი პიანიჩი
    მესი გრიზმანი დემბელე
  • ROUCH
    schedule 13 იან 2021, 04:11
    #3

    პირველი ოღონდ ლენგლეს მაჩის წინ კუჭი აეშალოს

  • Moriba
    schedule 13 იან 2021, 02:32
    #2

    ციტატა: გოგიბერიძე
    ამ სევილიამ ანიავა ბოლოს მომენტები ცარიელ კარებში ვერ გაიტანეს


    Karoche uechveli 100 procentiani chempionia ra atletiko

  • გოგიბერიძე
    schedule 13 იან 2021, 02:28
    #1

    ამ სევილიამ ანიავა ბოლოს მომენტები ცარიელ კარებში ვერ გაიტანეს