მე-18 ტურის შეხვედრაში რონალდ კუმანს დისკვალიფიცირებული კლემან ლანგლეს ჩანაცვლება მოუწევს. ნიდერლანდელ სპეციალისტს ფრანგის ნაცვლად 2 ფეხბურთელის დაყენების ვარიანტი აქვს.
სამუელ უმტიტი გამოჯანმრთელების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში არ გვიხილავს და მის მიერ თანამემამულის ჩანაცვლება ლოგიკურ სვლადაც შეგვიძლია მოვნათლოთ.
ქვემოთ იმ 3 შესაძლო ტაქტიკურ მონახაზს წარმოგიდგენთ, რომელზე დაყრდნობითაც “ბარსელონა” ლა ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
ვარიანტი N1
ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ რონალდ კუმანი წინა ტურში გამარჯვებულ შემადგენლობას არ შეცვლის. “ბილბაოსთან” “ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და წინა თერთმეტეულის ნდობაც ამ მხრივ აზრს მოკლებული არ იქნება.
ერთადერთი ცვლილება კლემან ლანგლეს ნაცვლად, დაცვის ცენტრში ოსკარ მინგესას განწესება უნდა იყოს.
ვარიანტი N2
ამ შემთხვევაში სწორედ დაანონსებული სამუელ უმტიტის ძირითადში ხილვის საშუალება გვექნება. ეს იმაზეა დამოკიდებული, დააყენებს თუ არა რონალდ კუმანი მას ოსკარ მინგესაზე წინ.
ასევე, მირალემ პიანიჩმა, შესაძლოა, სერხიო ბუსკეტსი ისევ შეცვალოს და “ბარსა” 4-3-3 ტაქტიკას დაუბრუნდეს.
შეტევის დასკვნით ფაზაში მარტინ ბრეითუეიტის ვარიანტიც უნდა განვიხილოთ, რომელსაც წინა შეხვედრაში ბასკებთან თავის გამოსაჩენად მხოლოდ 15 წუთი მიეცა.
ვარიანტი N3
რონალდ კუმანის ექსპერიმენტული 3-4-2-1 ამ სეზონში ერთხელ ვნახეთ და გუნდმაც ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა (3-0 სტუმრად “ვალიადოლიდთან).
ამ ფორმაციაში მთავარი საკითხი არის ის, თუ რამდენად მზადაა ფიზიკურად სამუელ უმტიტი.
საწყის თერთმეტეულში “ეიბართან” გამორჩეული თამაშის შემდეგ ჟუნიორ ფირპოს ისევ ვიხილავთ. პედრისა და მესის კი ერთად თამაშის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ. მათ “ბილბაოსთან” და “ვალიადოლიდთან” დაამტკიცეს, თუ რამდენად მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს დუეტი მომავალში.





უმტიტი არაა ძირითადისთვის ჯერ მზად. იმედია მალე ჩადგება ძველებურ ფორმაში
თოვლის გამო ხომ არ გადადეს? იბერიის და პირენეს მთებში მაგრად თოვს, რეალიც ატირდა, ნავარაში ვერ გავფრინდებოთო…
გრანადაში პრობლემა არ იქნება, ანდალუზია ბევრად უფრო თბილია
აუ აუ აუ ბილბაო ატლეტიკო გადადეს იმედია ჩვენი თამაში არ გადაიდება
Არაუხო კაია, უმტიტი-არაუხო უნდა იყოს დაცვის წყვილი, მინგესა გააჩუქეთ და მსოფლიოში ყველაზე დირკა მცველი ლენგლე მოკალით ვაბშე
რატო უნდა გაუშვან მინგესა მერე რა რო შეცდომებს უშვებს ახალგაზრდაა ჯერ დაიხვეწება დრო და დრო განვითარდება და აღარ დაუშვებს შეცდომებს
ვფიქრობ მაინც მინგესას დააყენებს თავიდან და მეორე ტაიმში აუცილებლად ჩართავს უმტიტს
მე პირადათ პირველი,ნუ მესამეც არაა ცუდი ვარიანტი გრანადა როა მაგიტო
2 varianti da grizmani braitveitis magivrad
პირველი და მიცეს უმტოს 1 ტაიმი მაინც, თავიდან ან მერე
თუ რამეა, ფირპოს ცენტრში შემოწევაც შეიძლება, არაუხო-მინგესა-ფირპო
+1
მე მეორე მომწონს ოღონდ ბრეიტას ნაცვლად გრიზმანი
პირველი ვარიანტი ოღონდ მინგესას მაგივრად უმტიტი
მესამე ვარიანტი სჯობს ყველას
პედრი დეიონგი
ბუსი
ალბა მინგეზა არაუხო დესტი