“ლევერკუზენის” ამომავალი ვარსკვლავი ფლორიან ვირტცი “ბარსელონაში” თამაშის სურვილს გამოთქვამს.
17 წლის ტალანტი “ლევერკუზენს” გასულ ზაფხულში “კიოლნიდან” შეუერთდა. ვირტცი ახალ გუნდს შესანიშნავად მოერგო, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფლორიანი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. მის აქტივში 18 მატჩი, 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.
ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა “ბარსელონაში” მეთამაშა. ახლაც არაფერი შეცვლილა, თუმცა ამის დრო ჯერ არაა. მინდა “ლევერკუზენთან” ერთად რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგო.
– გერმანელი მოთამაშის ამ სიტყვებს Bild ციტირებს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. როგორც ჩანს, ვირტცი ამ ეტაპზე გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს.
თუ პუჩს ვერ შეინარჩუნებენ ეს მაინც დაითრიონ პედრის მეწყვილედ.
მართლა მაგარი და ძალიან ნიჭიერია იმედია თუ საჭირო იქნება ბარსელონა დაითრევს
23-მდე უფრო დაღვინდება და ავახიოთ უფასოდ. დაკერეთ, რომ არ გაახანგრძლივოს და ეგაა.
რა უცებ მოვიყვანე ეს უფასოდ და ლაპორტა, თუ გაიმარჯვებს უნდა ვუთხრა სპორტულ დირექტორად ამიყვანოს.
მოსაყვანია ეს ბიჭი. მე მომწონს ცენტრში კარგად თამაშობს.
რა პოზიციაა? მოიყვანონ ლა მასიაში თუ ასეთი კარგია
17 წლის ასეთ დონეს თუ დებს საღოლ ბიძია.
ერთი გერმანელი გაასწორებდა ცენტრში.