workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Golden Boy: მინუს გავი და პლუს იამალი

Golden Boy: მინუს გავი და პლუს იამალი

იტალიურმა Tuttosport-მა “ოქროს ბიჭუნას” ჯილდოს განახლებული სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ოც ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის “ბარსელონადან” ერთი წარმომადგენელი დარჩა – ალეხანდრო ბალდე. სიაში ვერ მოხვდა გავი და ფაბრიციო რომანოს ცნობით ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსას” ნახევარმცველმა ეს ჯილდო გასულ წელს მოიგო.

Golden Boy-ს ჯილდოზე სიახლე ის გვაქვს, რომ Wild Card-ით საუკეთესო ოცეულს კიდევ 5 ფეხბურთელი დაემატა. საუბარია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებიც საზოგადოებამ თავდაპირველი სიის გამოქვეყნების შემდეგ გაიცნეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოხვდა 16 წლის ლამინ იამალიც.

“ოქროს ბიჭუნას” 20 ფინალისტი: ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა, ხავი სიმონსი, ანტონიო სილვა, ალეხანდრო ბალდე, ფლორიან ვირტცი, ბენჟამინ სესკო, ჯორჯო სკალვინი, რასმუს ჰოილუნდი, ლევი კოლუელი, იოჰან ბაკაიოკო, მილოშ კერკეზი, არტურ ვერმეერენი, ევან ფერგიუსონი, ლუკას გურნა-დუათი, ვარენ ზაირ-ემერი, უსმან დიომანდე, არნაუ მარტინესი, მატიას ტელი, ენდი დიუფი. ამ ოცეულს Wild Card-ით დაემატნენ: არდა გიულერი, ბილალ ელ ჯანუსი, მარტინ ბატურინა, ჟოაუ ნევეში, ლამინ იამალი.

“ოქროს ბიჭუნას” ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება. ყველაზე მეტჯერ, სამ-სამჯერ ის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს მოუგიათ. “ბარსა” ერთადერთი კლუბია, რომლის მოთამაშემაც ეს ჯილდო ზედიზედ 2-ჯერ მოიგო – 2021 წელს პედრიმ და 2022 წელს გავიმ. უფრო ადრე, 2005 წელს “ოქროს ბიჭუნად” ლიონელ მესი დასახელდა. ეს ჯილდო 2019 წელს აქვს მოგებული ჟოაუ ფელიშს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Neymar
    schedule 14 ოქტ 2023, 00:26
    #10

    და გიულერმა რა გააკეთა ბოლო 3-4 თვეში თუნდაც გვიან გამოჩენილებში რომ შეიყვანეს? თუ რეალის ფეხბურთელი რადგანაა მაინც და მაინც

  • Rick Sanchez
    schedule 14 ოქტ 2023, 00:20
    #9

    ძაან არ ეკიდოს ბელინგემს ეს ჯილდო, ოქროს ბურთზე გაიწევს მგონი იქით წელს.

  • BarcaFan❤💙
    schedule 13 ოქტ 2023, 19:35
    #8

    ციტატა: nika 54
    ფატიმაც მოიგო, მაგრამ რა? გამოგვადგა რამეში?


    ფატის არ მოუგია მაგ წელს ჰოლანდი იყო გაისად კისე კი მოვიდა პედრი

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2023, 16:58
    #7

    ფატიმაც მოიგო, მაგრამ რა? გამოგვადგა რამეში?

  • Albicelecte
    schedule 13 ოქტ 2023, 16:15
    #6

    სხვათა შორის შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ხავი სიმონსმა; თუმცა ის ხომ რეალში არ თამაშობს?
    და კიდევ არნაუ მარტინესი, აქ წარდგენილი ყოფილა. ბარსას აღზრდილი, რომელიც ცუდად არ დადგებოდა მარჯვენა ფლანგზე;
    არც ეხლაა გვიან მისი დაბრუნება, ნანსელო კარგია, თუმცა 30 უკაკუნებს, ერთმანეთს დააბალანსებენ და სათამაშო დრო ორივეს ექნება

  • BarcaFan❤💙
    schedule 13 ოქტ 2023, 16:12
    #5

    ბელინგემი ბაკდე სიმონსი იქნება საემული ზსუტად ამ თანმიმდევრობით ბელინგემს შარშან ძან მაგარი სეზონი ქონდა თან პაპა პერსეც გაისვრის რამდენიმე მილიონს რომ ბარსას აღზრდილმა ზედიზედ 3ჯერ არ მოიგოს

  • me da barca
    schedule 13 ოქტ 2023, 15:47
    #4

    სანამ გავისაც დალეწავენ დაასვენონ მაგ დედა აფეთქებულებმა ნორვეგიასთან.

  • PEDRI 8-GAVI6
    schedule 13 ოქტ 2023, 15:19
    #3

    ციტატა: Messi 10

    ციტატა: Don_Andresito
    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი


    არადა მუსიალას უფრო ეკუთვნის მე თუ მკითხავთ


    არანაირად.ულაპარაკოდ ჯუდ ბელინგემია ამ ჯილდოს მფლობელი.როჟა ბენზემას მსგავსად უბერავს😄 რეალი 4 არ იქნებოდა ბელინგემი რო არ ყავდეთ რამის მარტო მიათრევს რეალს და ეს ხდება პირველი სეზონის პირველ 12 თამაში.იამალი აუცილებლად მოიგებს ამ ჯილდოს 16 წლისაა ჯერ🤣

  • Messi 10
    schedule 13 ოქტ 2023, 14:09
    #2

    ციტატა: Don_Andresito
    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი


    არადა მუსიალას უფრო ეკუთვნის მე თუ მკითხავთ

  • Don_Andresito
    schedule 13 ოქტ 2023, 10:44
    #1

    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი