“ბარსელონასთან” ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას ბილბაოს “ატლეტიკი” ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.
გაისკა გარიტანო, რომელიც ბასკური კლუბის დამრიგებელი 2018 წლიდან იყო, პოსტიდან დღეს, “ელჩესთან” 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, გარიტანო “ბარსას” ყოფილმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩაანაცვლოს, რომელიც კატალონიურ გუნდამდე სწორედ “ატლეტიკს” წვრთნიდა.
“ბილბაო”-“ბარსელონა” “სან მამესზე” თბილისის დროით 7 იანვარს, 00:00 საათზე დაიწყება.




იმედია ვალვერდეს დანიშნავენ მაგრამ ვერ მოგვიგებს,
ვალვერდე, კაკრაზ ბილბაო მაგაზე მორგებული გუნდია
ეუ ვალვერდე თუ დანიშნეს უნდა დავასამაროთ ბილბაო
ვალოძია მოხოდავს ბილბაოს )) მაგრად მევასებიან ბასკები
ბიჭო ვალვერდე თუ მოვიდა მოსაგებია თორე რომ მოგვიგოს მერე ვალვერდე მოსაყვანია…😂😂
არა ვალვერდე მაინც ჯობდა მწყემსს ეს უნდა ვაღიაროთ..
თუ გადაგვახია თავზე ვალვერდემ მერე მართლა ვიძახოთ არ გაგვეშვაო 😀😄